საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა - ბოლო 7 თვეში, ქვეყანაში დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა - ბოლო 7 თვეში, ქვეყანაში დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

საქართველოში ყირიმ-კონგოს შემთხვევებმა იმატა - ბოლო 7 თვეში, ქვეყანაში დაავადების 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი

2 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Fzn-Y1k4g.webp

ბოლო 7 თვეში, საქართველოში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2 პაციენტი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განუცხადა, წინა წლებთან შედარებით, ქვეყანაში ყირიმ-კონგოს შემთხვევები მომატებულია. ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი. „7 თვეში ყირიმ-კონგოს 42 შემთხვევა დადასტურდა. სამწუხაროდ, გვაქვს 2 გარდაცვალება. ლეტალობის მაჩვენებელი 4.7%-ს შეადგენს. ყირიმ-კონგოს დაავადება საქართველოში 2009 წელს გამოჩნდა. ჩვენ ყოველწლიურად გვქონდა 1-10-15 შემთხვევა, წელს კი ყველაზე მეტი - 42 შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. 2009 წლიდან დღემდე ქვეყანაში დაფიქსირებულა ყირიმ-კონგოს 164 შემთხვევა და 21 გარდაცვალება. ზოგადად, გარდაცვალების მაჩვენებელი მთელი ამ წლების განმავლობაში 12.9 პროცენტი იყო. როგორც მოგეხსენებათ, ყირიმ-კონგო ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დაავადებაა. ეს არის ჰემორაგიული ცხელებების ჯგუფიდან, რომელსაც მიეკუთვნება მარბურგის ცხელება, ებოლა და ასე შემდეგ. სხვადასხვა ქვეყანაში, ლეტალობის პროცენტი 10-დან 40%-მდე მერყეობს. ყირიმ-კონგო აფრიკის, აზიის ქვეყნებში, ბალკანეთში, ახლო აღმოსავლეთში, რუსეთსა და თურქეთშია გავრცელებული. ჩვენთან ენდემურად არის გავრცელებული. ძირითადი გავრცელების რეგიონებია - სამცხე-ჯავახეთი, შიდა ქართლი, კერძოდ, ხაშურის მუნიციპალიტეტი. ყირიმ-კონგო ტკიპების საშუალებით სხვადასხვა ცხოველიდან, განსაკუთრებით შინაური ცხოველებიდან გადადის. მისთვის დამახასიათებელია მაღალი ცხელება, პირის სიმშრალე, თავბრუსხვევა, ღებინება, ლორწოვანი გარსების შეწითლება. ასევე, შესაძლოა იყო სიყვითლე, განსაკუთრებით დამახასიათებელია სისხლჩაქცევებით გამონაყარი, წითელი ლაქებით. ასევე, პაციენტს სისხლში მთელი რიგი ცვლილებები აღენიშნება. დიაგნოზი ძირითადად „პისიარ“ ტექნოლოგიით დგინდება პირველი 6-7 დღის განმავლობაში. ამას ჩვენ დღეს ვატარებთ ლუგარის კვლევით ცენტრში, შემდგომ კი სეროლოგიურად ვიკვლევთ. ძირითადად, მკურნალობა აუცილებელია სტაციონარში. ჩვენს ცენტრალურ ინფექციურ კლინიკას ყირიმ-კონგოს მკურნალობაში საკმაოდ კარგი გამოცდილება აქვს. ამ დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური ვაქცინა, ან ანტივირუსული პრეპარატი ჯერ არ არის. ძირითადად გამოიყენება ისეთი ანტივირუსული პრეპარატი, როგორიც არის „რიბავერინი“. ძირითადი აქცენტი მაინც პრევენციაზეა“, - აღნიშნავს გამყრელიძე. რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, იმ ენდემურ ზონებში, სადაც ყირიმ-კონგოა გავრცელებული, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად აქტიური საგანმანათლებლო სამუშაოები მიმდინარეობს. მისივე თქმით, აქტიურად ხორციელდება მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. „მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობის და სამედიცინო მუშაკები კარგად იყვნენ გათვითცნობიერებულები დაავადების ადრეულ სიმპტომებთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, პაციენტებმა დროულად მიაკითხონ სამედიცინო დაწესებულებებს. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა იმის საწინდარია, რომ დაავადება არ გართულდეს და მძიმე გამოსავალი არ მივიღოთ. სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განსაკუთრებით ვეტერინარული დეპარტამენტი აქტიურად არის ჩართული, როგორც სამცხე-ჯავახეთში, ისე შიდა ქართლში, სადაც ენდემური კერები გვაქვს. აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის ინფორმირება, ცხოველების დამუშავება, ტკიპების საწინააღმდეგო ნივთიერებებით. ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების წარმომადგენლები მუშაობენ მესაქონლეებთან, თუ რა უნდა გააკეთონ პირველივე სიმპტომის შემთხვევაში“, - აღნიშნავს გამყრელიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო