საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა
ამბებიწყარო: imedinews.ge

საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა პროფესიული მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა

23 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/6-w_vy74g.jpeg

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრმა „112“-მა დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის განხორციელების უფლება მოიპოვა. აღნიშნული უფლება ცენტრმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისაგან მიიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ის სასწავლო ცენტრს, დისტანციური ცენტრის ოპერატორის მომზადების პროგრამის ფარგლებში, შესაძლებლობა აქვს, ქოლ-ცენტრის ოპერატორების გადამზადების სერვისი შესთავაზოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს, როგორც სახელმწიფო, ასევე, კერძო ორგანიზაციებს.

2020-2021 წლებში, პანდემიიდან გამომდინარე, ძირითადი დატვირთვა ქოლ-ცენტრებსა და მომსახურების ცენტრებზე განხორციელდა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“ პანდემიის პერიოდში მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა და უმოკლეს დროში მოახერხა ახალ გარემოებებთან ადაპტირება.

"112"-ის მიზანია სწორედ აღნიშნული პროგრამის საშუალებით გაუზიაროს საკუთარი გამოცდილება სახელმწიფო თუ კერძო კომპანიებს, რომლებიც დაინტერესებული არიან საკუთარი რესურსის გაძლიერებისა და კვალიფიკაციის ამაღლებით.

პროგრამაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ როგორც სახელმწიფო სექტორის უწყებებს და კერძო კომპანიებს, ასევე, უშუალოდ ქოლ-ცენტრებში დასაქმების მსურველ კერძო პირებს. ტრენინგის დასრულების შემდგომ, მსმენელებს სახელმწიფოს მიერ აღიარებული სერტიფიკატები გადაეცემათ.

პროგრამას განახორციელებენ „112“-ის სასწავლო ცენტრის ტრენერები. „112“-ის სასწავლო ცენტრი 2015 წელს შეიქმნა და დღემდე 8000-მდე პირი გადამზადდა, მათ შორის მომიჯნავე სამსახურების წარმომადგენლები. დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო