სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას
ამბებიწყარო: 1tv.ge

სებასტიან მოლინეუსი - მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას

13 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/S2nEb3G4R.png

მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის პარტნიორობის 30 წელს აღვნიშნავთ, ამაყი ვარ, როდესაც ვუყურებ ამ გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას, – ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, სებასტიან მოლინეუსმა დღეს გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.

„დღეს აღვნიშნავთ პარტნიორობის 30 წელს მსოფლიო ბანკსა და საქართველოს შორის. ვარ ძალიან ამაყი, როგორც რეგიონალური დირექტორი საქართველოში, როდესაც ვუყურებ ამ მართლაც გამორჩეულ და უნიკალურ თანამშრომლობას. რატომ არის ეს უნიკალური? ამ 30 წლის განმავლობაში უამრავი პროექტის დასაფინანსებლად გამოვყავით 4 მილიარდამდე დოლარი, როგორიცაა ენერგეტიკული საიმედოობის ზრდა, დავეხმარეთ ახალი სკოლების და საავადმყოფოების მშენებლობაში, რეფორმებისთვის, ყურადღება გავამახვილეთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე; როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის გზატკეცილი, თუმცა გაცილებით უფრო მნიშვნელოვანი, მე მჯერა არის ის, რომ ამ პარტნიორობამ გაუძლო დროს და არსებობდა საქართველოს განვითარებისთვის კრიტიკულ პერიოდში, როგორიც იყო გადასვლა 90-იანი წლებიდან, საბჭოთა ეკონომიკიდან საბაზრო ეკონომიკაზე; როგორიც იყო 2008 წლის ომის შემდგომი პერიოდი და გლობალური ფინანსური კრიზისი. ჩვენ გამოვყავით მყისიერი დახმარება ორი მიმართულებით, იძულებით გადაადგილებულ პირთა მხარდაჭერისთვის და ასევე სახელმწიფო ბიუჯეტის მხარდაჭერისთვის, რათა დავხმარებოდით ეკონომიკის გაძლიერებას ამ რთულ დროს. და ბოლოს, ამ ტურბულენტურ დროს, კოვიდის პერიოდში და პოსტკოვიდურ პერიოდში, როდესაც ჩვენმა პარტნიორობამ კიდევ ერთხელ აჩვენა, თუ რა გავლენის მოხდენა შეგვიძლია, რათა გადავარჩინოთ ადამიანთა სიცოცხლე და დავიცვათ ეკონომიკა და დავეხმაროთ ქვეყანას წინსვლაში“, – განაცხადა სებასტიან მოლინეუსმა.

ამასთან, მოლინეუსმა უპასუხა საქართველოს ეკონომიკასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვას, არსებულ ზრდაზე, რაც, მედიის წარმომადგენლების თქმით, მეტწილად დაკავშირებულია რუსი ტურისტების შემოსვლაზე და ფულად გადარიცხვებზე. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, ეს მდგრადი განვითარებისთვის საკმარისია თუ დროებითი.

„ვფიქრობ, ეს ნაწილობრივ არის დაკავშირებული იმასთან, რომ მიგრანტები მოდიან არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ უკრაინიდან და ბელარუსიდანაც; ვფიქრობ, ჯერ ცოტა გაურკვეველია, რამდენ ხანს გასტანს ეს. თუმცა მსურს აღვნიშნო, რომ პანდემიამდე 10 წლის განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანა რეგიონში, რადგან მიღებულ იქნა მყისიერი მნიშვნელოვანი ეკონომიკური რეფორმები, რამაც მისი ეკონომიკა გახადა ძლიერი და არსებული გზა; ამ რეფორმების განხორციელების გაგრძელება არის მნიშვნელოვანი და ვხედავ, რომ რამდენიმე მათგანი უკვე მოქმედებს, მნიშვნელოვანი ინვესტიციები გაკეთდა ჯანდაცვის, განათლების გაუმჯობესებაში, რაც საქართველოს დაეხმარება წინსვლაში და კეთილდღეობაში“, – განაცხადა მოლინეუსმა.

ამასთან, მან უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის მთავარი რეფორმა, რაც საქართველომ უნდა განახორციელოს.

„რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რადგან წინსვლისთვის ეკონომიკაში არასდროს ვამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ ერთ რამეზე; თუმცა ვფიქრობ – განათლება, ყურადღების გამახვილება მდგრად და მსოფლიო კლასის საგანმანათლებლო სისტემაზე დაეხმარება საქართველოს წინსვლაში, დამატებით სხვა რეფორმებთან ერთად“, – აღნიშნა სებასტიან მოლინეუსმა.

ავტორი - შალვა სუმბაძე, გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო