სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა
ამბებიწყარო: imedinews.ge

სემეკი: ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა

23 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/-IlsfSW4g.png

ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში ახალი რეგულაციები ამოქმედდა. სიახლეების მიზანია მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება, - ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დამტკიცდა წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის გაანგარიშების წესი, რომელიც არეგულირებს სანიტარიული დაცვისა და განაშენიანების რეგულირების გეგმით გათვალისწინებულ ზონაში ქსელზე მიერთების პროცედურებს. წესის მიხედვით, შესაბამისი წყალმომარაგების სისტემის მოწყობამდე იკრძალება ქსელზე ისეთი მიერთება, რომელსაც არსებული წყალმომარაგების სისტემა საპროექტო მონაცემებიდან გამომდინარე ვერ აკმაყოფილებს.

წყალმომარაგების სისტემის გაძლიერებისთვის, ქსელის მშენებლობას უზრუნველყოფს წყალმომარაგების ლიცენზიატი, დაინტერესებული პირის მიერ წყალმომარაგების ქსელის განაშენიანების საფასურის წინსწრებით გადახდის შემდეგ, ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში. აღნიშნული სიახლე, ძირითადად, ეხება დიდ პროექტებს რომელთა მიერ წყალმომარაგების ქსელზე მოთხოვნილი მისაერთებელი სიმძლავრის დასაკმაყოფილებლად საჭიროა არსებული წყალმომარაგების სისტემის გაძლიერება, რაც საფასურის დადგენის გარეშე ტვირთად დააწვებოდა სასმელი წყლის წყალმომარაგების ტარიფსა და მომხმარებლებს.

ახალი რეგულაცია ასევე ამოქმედდა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებთან მიმართებაშიც. კერძოდ, დაზუსტდა წყალმომარაგების კომპანიის ვალდებულება მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლიდან გამომავალი პირველი ჭის ჩათვლით წყალარინების ქსელის მოვლაზე, მის ფლობასა და ექსპლუატაციაზე, (აღნიშნული დაზუსტება არ ვრცელდება ისტორიულად ჩამოყალიბებული ე.წ. „თბილისური ეზოს“ კუთვნილ წყალარინების ქსელებზე).

ახალი წესით ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორებში მომხმარებლის მიერ ტექნიკური ხარისხის ადგილზე შემოწმების განაცხადით მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურე კომპანიის წარმომადგენელი ვალდებულია ოპერატიული რეაგირების საჭიროების დადგენის მიზნით, დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მომხმარებელს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო