სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

სემეკი განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენციას უმასპინძლებს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/YvrSVl74g.webp

26-28 ოქტომბერს, თბილისში განახლებადი ენერგიის საერთაშორისო საინვესტიციო კონფერენცია გაიმართება, რომელსაც საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) უმასპინძლებს.

სემეკის განმარტებით, კონფერენციის მიზანია განახლებადი ენერგიის სექტორისადმი ინვესტორების ინტერესის გაზრდა და ახალი ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობა. კონფერენციის ორგანიზატორები არიან ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) პროექტი - ევროკავშირი ენერგეტიკისთვის EU4Energy და ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია (ERRA).

კონფერენციაში მონაწილეობას 30-მდე ქვეყნის წარმომადგენელი მიიღებს. სამდღიანი კონფერენციის ფარგლებში გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები სხვადასხვა ქვეყნებში განახლებადი ენერგიის პოლიტიკისა და განახლებადი ენერგიის საინვესტიციო კლიმატის შესახებ. კონფერენციის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ინვესტორებს წარუდგინონ განახლებადი ენერგიის პოტენციური საინვესტიციო პროექტები. კონფერენციის მესამე დღე სემეკის 25 წლის იუბილეს მიეძღვნება. კონფერენციაზე განახლებადი ენერგიის სექტორის მიმართულებით მომუშავე და პოლიტიკის განმსაზღვრელ პირებს, ექსპერტებს, მარეგულირებლებსა და ინვესტორებს შესაძლებლობა ექნებათ იმსჯელონ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის მნიშვნელობაზე ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის, ენერგეტიკული წყაროების დივერსიფიკაციისთვის. ასევე, განხილებ განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშემწყობი და წამახალისებელი მექანიზმები, როგორიცაა საინვესტიციო დახმარება, გადასახადისგან გათავისუფლება ან შემცირება, გადასახადის დაბრუნება, მწვანე სერტიფიკატი თუ პირდაპირი ფასის მხარდამჭერი სქემები, რომლებიც სპეციალურ მწვანე ტარიფსა და პრემიალურ ტარიფს მოიცავს, მიმართულია განახლებადი ენერგიის სექტორის განვითარების სტიმულირებისა და ინვესტორების ინტერესის გაზრდისკენ.

სემეკის განმარტებით, ენერგეტიკის სექტორში მსოფლიო მასშტაბით განვითარებული მოვლენებისა და რყევების ფონზე, განახლებადი ენერგიის წყაროების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება. განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგია, არამხოლოდ ეხმარება ქვეყნებს შეავსონ წარმოქმნილი ენერგიის დეფიციტი, არამედ წარმოადგენს კლიმატის ცვლილებების საპასუხოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც ემსახურება კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგობისა და სათბურის გაზების დაბალემისიიანი განვითარების უზრუნველყოფის შესახებ პარიზის შეთანხმების გლობალური მიზნების მიღწევას. ამ ამბიციური მიზნების მისაღწევად და ემისიების მნიშვნელოვნად შესამცირებლად საჭიროა ფართომასშტაბიანი ინვესტიციების განხორციელება. შესაბამისად დღის წესრიგში დგას მნიშვნელოვანი ფინანსური რესურსების მოზიდვა, ახალი ტექნოლოგიური ჩარჩოების შექმნა და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო აქტორებს შორის შესაძლებლობების გაძლიერება.

სემეკი არის ევროპის ენერგეტიკის მარეგულირებელთა საბჭოს (CEER) ასოცირებული წევრი, ხოლო ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) სრულუფლებიანი წევრი. ERRA-ს მეორე ვადით ხელმძღვანელობს სემეკის წევრი, მაია მელიქიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო