სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა

სემეკმა მოქალაქეებს კომუნალური კომპანიების მიერ უსაფუძვლოდ დარიცხული 1 მილიონ ლარზე მეტი ჩამოაწერა.
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) 2022 წლის განმავლობაში 15.437 განცხადება/წერილი შევიდა.
აქედან, კომუნალური კომპანიების წინააღმდეგ 3549 განცხადება/საჩივარი იყო, რომელთა საფუძველზეც გასული წლის განმავლობაში სემეკმა მოქალაქეებს ჯამურად 1 244 818 ლარი ჩამოაწერა. ელექტროენერგეტიკის სექტორში ჩამოწერილი თანხების ჯამმა 166 266 ლარი შეადგინა, ბუნებრივი გაზის სექტორში - 730 233 ლარი. წყალმომარაგების სექტორში - 348 319 ლარი.
სემეკი მოსახლეობას შეახსენებს ელექტროენერგეტიკის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების სექტორების მომხმარებლებს, თუ კომუნალური კომპანიების მხრიდან ადგილი აქვს უფლებების დარღვევას, მიმართონ სემეკს ან სემეკთან არსებულ ენერგოომბუდსმენის სამსახურს.