სენაკში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს

ამბები/ წყარო: cesko.ge
სენაკში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს
ამბებიწყარო: cesko.ge

სენაკში შუალედური არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს

1 ოქტ

erimedia_ravk/x2IQRc44R.jpeg

სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება, - ამის შესახებ აღნიშნულია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე განცხადებით, დღეს სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ამასთან დაკავშირებით ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა.

„სენაკის საკრებულოს მაჟორიტარ წევრს №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, სამ საარჩევნო უბანზე აირჩევენ. საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის არჩევნების პროფესიულ, ყველასათვის ხელმისაწვდომ და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად.

სენაკში საარჩევნო უბნებზე ზოგიერთი საარჩევნო პროცედურა საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება. სამივე საარჩევნო უბანზე განთავსებულია ვერიფიკაციის აპარატები, ხმის მიცემისა და დათვლის ელექტრონული საშუალებები. აღსანიშნავია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია პირველად იყენებს ამომრჩეველთა სინქრონიზებული ვერიფიკაციის აპარატებს, შესაბამისად ამომრჩეველს ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან შეეძლება მისვლა და რეგისტრაციის (ვერიფიკაციის) პროცედურის გავლა. შედეგები კენჭისყრის დასრულებისთანავე, ხმის დათვლის აპარატის საშუალებით გახდება ცნობილი, საიდანაც ამოიბეჭდება წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერი. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენებს ასევე დაითვლიან საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებიც. ასევე განხორციელდება დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება.

საარჩევნო უბნები 06:45 საათზე საათზე გაიხსნა. ჩატარდა კენჭისყრის დაწყებამდე ჩასატარებელი პროცედურები. 08:00 საათიდან საარჩევნო უბნებზე დაიწყო პირველი ამომრჩევლების მიღება და ამ წუთებში მიმდინარეობს კენჭისყრის პროცესი. შეგახსენებთ, რომ ამომრჩეველმა საარჩევნო უბანზე მისვლისას, თან უნდა იქონიოს საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი.

პროცესის გამჭვირვალობის მიზნით ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებულია ხმის მიცემის მოდიფიცირებული კაბინები. ხმის მიცემა ფარულია და კენჭისყრის ფარულობის უზრუნველსაყოფად აკრძალულია კენჭისყრის კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება.

მთელი დღის მანძილზე გაიმართება საინფორმაციო ბრიფინგები, ჩვენ მუდმივად მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც კენჭისყრის დღის მიმდინარეობის, ასევე ამომრჩეველთა აქტივობის შესახებ“, - აცხადებენ ცესკოში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო