სენატორი ლინდსი გრემი: ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა

ამბები/ წყარო: imedinews.ge
სენატორი ლინდსი გრემი: ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა
ამბებიწყარო: imedinews.ge

სენატორი ლინდსი გრემი: ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა

1 სექტემბერი, 2022,

erimedia_ravk/FvHOGRMVg.jpeg

„რესპუბლიკელმა“ სენატორმა, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ დაიღალა ორმაგი სტანდარტით, რომელსაც იუსტიციის დეპარტამენტი, გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) და მედია ავლენენ.

„ნამდვილად დავიღალე იმ ქვეყანაში ცხოვრებით, სადაც FBI-ი Facebook-ს ეუბნება, რომ ჰანტერ ბაიდენის ლეპტოპის ამბავი რუსული დეზინფორმაციაა. თქვენ ხედავთ, რომ წამყვანი გაზეთები საუბრობენ იმაზე, თუ როგორ განსხვავდება ტრამპის საქმე კლინტონის საქმისგან. გამოძიებაზე პასუხისმგებელი პირები ინფორმაციას აწვდიან The Washington Post-ს, The New York Times-ს, ისინი ქმნიან ნარატივს, რომელიც ვერ გაუძლებს შემოწმებას“, - აღნიშნა სენატორმა.

29 აგვისტოს, ლინდსი გრემმა განაცხადა, რომ თუ აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ბრალს წაუყენებენ, ქუჩებში არეულობა იქნება.

26 აგვისტოს, კომპანია Facebook-ის დამფუძნებელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მითითებით Facebook-ში ჯო ბაიდენის შვილის, ჰანტერ ბაიდენის სკანდალთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელება შეზღუდა.

გამოცემა New York Post-მა 2020 წლის ოქტომბერში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, ინფორმაცია გაავრცელა ჰანტერ ბაიდენის მიტოვებული ლეპტოპის შესახებ, რომელიც კონფიდენციალურ და სკანდალურ მასალებს შეიცავდა.

აღსანიშნავია, რომ თავის დროს ჰანტერ ბაიდენთან დაკავშირებული სკანდალი უგულებელყოფილი იყო ამერიკული მეინსთრიმ მედიასაშუალებების მხრიდან, ხოლო Twitter-ი ბლოკავდა აღნიშნულ ამბავზე ბმულების გაზიარებას.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო