სერბეთის პატრიარქმა პორფირემ "ევროპრაიდის" ჩატარების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა

ამბები/ წყარო: spc.rs
სერბეთის პატრიარქმა პორფირემ "ევროპრაიდის" ჩატარების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა
ამბებიწყარო: spc.rs

სერბეთის პატრიარქმა პორფირემ "ევროპრაიდის" ჩატარების საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა

8 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/3ZOodJM4g.jpeg

6 სექტემბერს სრულიად სერბეთის პატრიარქმა პორფირემ "ევროპრაიდის" ჩატარების მეტად მტკივნეულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალური განცხადება გააკეთა, რომლის ტექსტი და ვიდეომიმართვა სერბეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე და წამყვან მედიაში გამოქვეყნდა.

„ძმანო და დანო, ძვირფასო მეგობრებო, არა მხოლოდ სერბეთში, არამედ ყველგან, სადაც სერბი ხალხი ცხოვრობს, ახლა ბევრი დავა, უთანხმოება, პოლემიკა და კონფლიქტია იმ განცხადებასთან დაკავშირებით, რომ დედაქალაქ ბელგრადში „ევროპრაიდის“ ღონისძიება უნდა გაიმართოს. ეს თემა ჩვენზე ხელოვნურად არის თავს მოხვეული და სრულიად ეწინააღმდეგება ჩვენი ხალხის - და ასევე ჩვენთან ერთად მცხოვრები სხვა ეროვნებისა და აღმსარებლობის ხალხების - ღირებულებათა სისტემას. ამის შესახებ მე პირდაპირ დამიდასტურეს ტრადიციული ეკლესიებისა და რელიგიური თემების წარმომადგენლებმა. შესაბამისად, მართებულად მიმაჩნია აღნიშნული ღონისძიების გაუქმება“, - განაცხადა სერბეთის პატრიარქმა.

„ბიბლიაში ნათქვამია, რომ ღმერთმა ადამიანი შექმნა მამაკაცად და დედაკაცად - შესაბამისად, ქორწინება და ოჯახი, სამყაროს დასაბამიდან მოყოლებული დღევანდელ დღემდე და სამყაროს აღსასრულამდე, განისაზღვრება, როგორც მამაკაცსა და ქალს შორის სიყვარულით შექმნილი კავშირი. ამ კავშირის ნაწილია მათ ოჯახში დაბადებული შვილებიც. ჩვენთვის სრულიად გასაგებია ჩვენი ხალხის სამართლიანი და უდიდესი შეშფოთება იმ პოლიტიკისა და იდეოლოგიის უხეშად წინ წამოწევის და თავს მოხვევის გამო, რომელიც ანადგურებს ჩვენი იდენტობის მრავალსაუკუნოვან საყრდენს - განსაკუთრებით ეს ეხება ქორწინებისა და ოჯახის სიწმინდეს. ჩვენი ხალხი ამ ტრადიციების ერთგული იყო საუკუნეების მანძილზე, ახლა კი მუდმივ და ღრმა საფრთხეს განიცდიან.

სწორედ ამიტომ, უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებთან პირდაპირი საუბრისას, ჩვენ არაერთხელ დავასახელეთ მიზეზები, თუ რატომ ვფიქრობთ, რომ „ევროპრაიდის“ გაუქმება აუცილებელი და გამართლებულია.“ - დასძინა პატრიარქმა.

„ვევედრებით ქრისტე ღმერთს, რომ წმინდა საბას ლოცვით, ამ სხვადასხვა გამოწვევებითა და პრობლემებით აღსავსე დროს, ჩვენს სამშობლოს და სერბ ხალხს აარიდოს ეს განსაცდელი“. - ნათქვამია სერბეთის პატრიარქის საგანგებო მიმართვაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო