სერგეი გაიდაის ინფორმაციით, უკრაინულმა ძალებმა სევეროდონეცკში რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს
3 ივნისი, 2022

ლუგანსკის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, უკრაინულმა ძალებმა ტერიტორიის დაახლოებით 20% დაიბრუნეს, რომელიც მათ სევეროდონეცკში დაკარგეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.
„მაშინ, როდესაც ადრე რთული ვითარება იყო, [რუსეთის მიერ დაკავებული] ტერიტორიის პროცენტულობა სადღაც 70%-მდე იყო, ახლა ჩვენ უკვე დაახლოებით 20% დავიბრუნეთ", - განუცხადა სერგეი გაიდაიმ ეროვნულ ტელევიზიას.
მედიის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ინფორმაციას, რომ რუსული ძალები ძალისხმევას კვლავ აგრძელებენ.
„ისინი ქალაქის აღმოსავლეთ ნაწილში, საცხოვრებელ უბნებში შეიჭრნენ. გარკვეულ წარმატებას მიაღწიეს, აქტიური საომარი მოქმედებები გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო
