სერგეი ლავროვი - დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი

ამბები/ წყარო: 1tv.ge
სერგეი ლავროვი - დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი
ამბებიწყარო: 1tv.ge

სერგეი ლავროვი - დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/xjCXNX74R.jpeg

დღეს წყდება მსოფლიო წესრიგის მომავლის საკითხი, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ეს ნათელია ნებისმიერი მიუკერძოებელი დამკვირვებლისთვის. საკითხავია, იქნება თუ არა ეს ერთი ჰეგემონიის წესრიგი, რომელიც ყველას აიძულებს იცხოვროს თავისი ცნობილი წესებით, რაც მისთვის არის მომგებიანი, თუ იქნება ეს დემოკრატიული, სამართლიანი სამყარო. სამყარო შანტაჟისა და არასასურველთა დაშინების გარეშე, ნეონაციზმისა და ნეოკოლონიალიზმის გარეშე. რუსეთი მტკიცედ ირჩევს მეორე ვარიანტს, ჩვენ მოკავშირეებთან, პარტნიორებთან და თანამოაზრეებთან ერთად მოგიწოდებთ ვიმუშაოთ, მის განსახორციელებლად. წარსულს ბარდება მსოფლიო განვითარების ერთპოლუსიანი მოდელი, რომელიც ემსახურებოდა ე.წ. ოქროს მილიარდის ინტერესებს“, – განაცხადა ლავროვმა.

ლავროვის თქმით, დღეისთვის სუვერენული სახელმწიფოების განაცხადს, რომლებიც ცდილობენ ეროვნული ინტერესების დაცვას, რომელიც მიმართულია თანასწორი და მდგრადი მრავალპოლარული არქიტექტურის მშენებლობისკენ, ვაშინგტონის და მასთან დაქვემდებარებული დასავლური სახელმწიფოების მხრიდან მუქარად აღიქმება.

„აშშ და მის მოკავშირეებს სურთ ისტორიის ბორბალი შეაჩერონ. ოდესღაც, გამოაცხადა რა გამარჯვება ცივ ომში, ვაშინგტონმა საკუთარი თავი აიყვანა უფლის მოციქულის რანგში, რომელსაც არ გააჩნია ვალდებულებები და აქვს მხოლოდ წმინდა უფლებები იმოქმედოს დაუსჯელად, როგორც და სადაც სურს“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სერგეი ლავროვის განცხადებით, აშშ და დასავლეთი ისწრაფვის მსოფლიო ჰეგემონიისკენ, რუსეთის საზღვართან ნატო-ს ძალების განთავსების შემდეგ, ცდილობს საკუთარი გავლენის აზიაში გავრცელებას.

„მადრიდში, ნატო-ს ივნისის თვის სამიტზე, ამ, როგორც თვითონ უწოდებს თავს, თავდაცვითმა ალიანსმა ევრო-ატლანტიკური და ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონების განუყოფლობის შესახებ განაცხადა. ინდოეთ-წყნარი ოკეანის სტრატეგიის ლოზუნგებით იქმნება დახურული ფორმატები, რომლებიც არღვევს ალიანსის ირგვლივ ათწლეულების განმავლობაში აშენებულ ღია და ინკლუზიურ რეგიონალურ არქიტექტურას. დამატებით წამოიწყეს თამაში ტაივანთან დაკავშირებით, დაპირდნენ რა სამხედრო დახმარებას“, – განაცხადა ლავროვმა.

უკრაინასთან მიმართებაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ რუსეთი არ შეეგუებოდა კიევის მხრიდან რუსული ენის, განათლების, კულტურის ტოტალურ აკრძალვას და დონბასის წინააღმდეგ ომის გამოცხადებას. ლავროვის თქმით, რუსეთი მრავალი წლის განმავლობაში სთავაზობდა დასავლეთს იმ პრინციპზე შეთანხმებას, რომელიც შესაძლებელს გახდიდა, რომ არც ერთ მხარეს არ განემტკიცებინა საკუთარი უსაფრთხოება, მეორე მხარის საწინააღმდეგოდ, თუმცა დასავლეთმა აღნიშნულზე უარი განაცხადა.

„დასავლეთის ქვეყნების მხრიდან შეთანხმების უუნარობამ და კიევის რეჟიმის მხრიდან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომის წარმოებამ არ დაგვიტოვა სხვა არჩევანი, გარდა იმისა, რომ გვეღიარებინა დონეცკის და ლიგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა, დაგვეწყო სპეციალური სამხედრო ოპერაცია, დონბასის რუსი და სხვა ეროვნების ხალხის დაცვის მიზნით, ჩვენი უსაფრთხოებისთვის საფრთხის ასაცილებლად, რომელსაც ნატო თანმიმდევრულად ქმნიდა უკრაინის ტერიტორიაზე“, – განაცხადა ლავროვმა.

რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გაეროს უშიშროების საბჭოში შესაძლო ცვლილებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ რუსეთი არ არის წინააღმდეგი მოხდეს უშიშროების საბჭოს თანამედროვე რეალობასთან მორგება, მისი გაფართოება აზიის, აფრიკის და ლათინური ამერიკის ქვეყნების ხარჯზე.

ავტორი - გიორგი აფხაიძე

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო