erimedia_ravk/D84DGAZSg.jpeg

სერგეი ლავროვი - კარგი იქნება, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადახედოს, როგორ ეპყრობოდა აშშ მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ ცდილობდა, ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესების იგნორირება შეუძლებელია

ამბები
სერგეი ლავროვი - კარგი იქნება, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადახედოს, როგორ ეპყრობოდა აშშ მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ ცდილობდა, ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესების იგნორირება შეუძლებელია
ამბები

სერგეი ლავროვი - კარგი იქნება, სომხეთის ხელმძღვანელობამ გადახედოს, როგორ ეპყრობოდა აშშ მათ, ვის მოქცევასაც თავისი ფრთის ქვეშ ცდილობდა, ამიერკავკასიაში რუსეთის ინტერესების იგნორირება შეუძლებელია

erimedia_ravk/D84DGAZSg.jpeg
28 სექ

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა სომხეთის ხელმძღვანელობას ურჩია, შეერთებულ შტატებზე დაყრდნობილი ქვეყნების ბედი გაიხსენონ. ამის შესახებ მან რუსულ სახელმწიფო სააგენტო „ტასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა, სომხეთმა დაკარგოს რუსეთი, ლავროვმა განაცხადა, რომ ერევანში რამდენიმე წამყვან პოლიტიკოსს სურს მსგავსი სცენარი და დასავლეთისკენ იყურება.

„თუ ისინი ეყრდნობიან შეერთებულ შტატებს, როგორც პირდაპირ გამომდინარეობს სომხეთის ხელმძღვანელობის მრავალი წარმომადგენლის განცხადებებიდან, მაშინ, ალბათ, კარგი იქნება მათთვის, გადახედონ უახლეს ისტორიას, როგორ ეპყრობოდა შეერთებული შტატები მათ, ვისაც ცდილობდა თავისი ფრთის ქვეშ აეყვანა, რადგან ის ახორციელებდა თავის გეოპოლიტიკურ ინტერესებს მსოფლიოს ისეთ ადგილებში, რომლებიც შორს არის ამერიკის სანაპიროებიდან. ყველა ამ ხალხის ბედი ძალიან, ძალიან ბუნდოვანია“, – აღნიშნა ლავროვმა.

მისივე თქმით, რუსეთის ფედერაციის გეოპოლიტიკური ინტერესების იგნორირება ამიერკავკასიაში შეუძლებელია.

„ისტორიულად, გეოგრაფიულად, გეოპოლიტიკურად რუსეთის ინტერესების სრული იგნორირება, მისი დაკარგვა ამიერკავკასიაში შეუძლებელია, მაგრამ ზოგიერთ ლიდერს ერევანში აქვს ასეთი იმედები და ამაზე პირდაპირ საუბრობენ“, – განაცხადა ლავროვმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო