erimedia_ravk/N_G2NhgIR.jpeg

სერგეი ლავროვი - რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან

ამბები
სერგეი ლავროვი - რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან
ამბები

სერგეი ლავროვი - რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკური კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან

erimedia_ravk/N_G2NhgIR.jpeg
21 აგვ

რუსეთის პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში უზარმაზარი წნეხის ქვეშ არიან არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალ International Affairs-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენი პარტნიორები ევრაზიის ეკონომიკურ კავშირსა და კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში არამეგობრული სახელმწიფოების მხრიდან სერიოზულ ზეწოლას განიცდიან. დასავლეთის ქვეყნების დედაქალაქებიდან მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტები მათთან "კონსულტაციებისათვის" რეგულარულ მოვლენად იქცა. საუბარი ძირითადად რუსეთისთვის დაწესებული სანქციების "გვერდის ავლას" შეეხება. ყველაფერს რომ თავისი სახელი დავარქვათ, ისინი ცდილობენ მუქარისა და შანტაჟის გზით აიძულონ ჩვენი მოკავშირეები უარი თქვან რუსეთის ფედერაციასთან თანამშრომლობაზე", – აღნიშნა ლავროვმა.

"ჩვენ გაგებით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ ამხელა გარე ზეწოლის შედეგად, ჩვენი პარტნიორები იძულებულები არიან წინდახედულობა გამოიჩინონ. ჩვენს შორის არსებული ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ვალდებულებები კვლავ სრულდება, ვინაიდან ორივე მხარის ინტერესს შეესაბამება და არ არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს", - დასძინა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

"ბუნებრივია, ჩვენი მხრიდან იდგმება შემხვედრი ნაბიჯები, რომლებიც მიმართულია გარე დესტრუქციული ზემოქმედების მცდელობების შესაჩერებლად. ამრიგად, ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფარგლებში შემუშავდა საერთო ზომები რუსეთის და ბელარუსის წინააღმდეგ შემოღებული სანქციების შედეგების დასაძლევად. ამან უკვე მოგვცა კონკრეტული შედეგი. სტაბილურად იზრდება ორმხრივი ვაჭრობის მოცულობა, ორმხრივ ანგარიშსწორებაში ეროვნული ვალუტების წილი, ხოლო, სასურსათო და ენერგეტიკული უსაფრთხოება სრულად არის უზრუნველყოფილი", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო