erimedia_ravk/lFVIS-nIg.jpeg

სერგეი ლავროვი 3+3-ის ფორმატზე - ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს

ამბები
სერგეი ლავროვი 3+3-ის ფორმატზე - ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს
ამბები

სერგეი ლავროვი 3+3-ის ფორმატზე - ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს

erimedia_ravk/lFVIS-nIg.jpeg
24 ოქტ

ყველა შეთანხმდა იმაზე, რომ საქართველოსთვის "3+3"-ის ფორმატის კარი ღია რჩება. გვესმის მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ხელმძღვანელობა ჯერ თავს იკავებს, რომ ამ „ექვსეულს“ შეუერთდეს, - ამის შესახებ თეირანში 3+3-ის პლატფორმის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დასრულების შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, თეირანში გამართული 3+3-ის ფორმატის შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ იმაზე, რომ საქართველოსთვის პლატფორმის კარი ღია რჩება.

"საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება, უპირველეს ყოვლისა, თავისი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს და ეს მათ არაერთხელ დაამტკიცეს. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ "3+3" სრულყოფილ ფორმატში შეიძლება უახლოეს მომავალში ამოქმედდეს", - განაცხადა ლავროვმა.

"ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც ქვეყნის ხელისუფლებამ თავი შეიკავა ამ "ექვსეულის" შეხვედრაში მონაწილეობისგან და ვაფასებთ იმ ფაქტს, რომ საქართველოს ხელისუფლება იტოვებს შესაძლებლობას ეს მომავალში გააკეთოს", - აღნიშნა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამხრეთ კავკასიაში ექვსმხრივი თანამშრომლობის ინიციატივით 2020 წლის ბოლოს აზერბაიჯანისა და თურქეთის ლიდერები, ილჰამ ალიევი და რეჯეფ თაიფ ერდოღანი გამოვიდნენ. მოგვიანებით ამ პლატფორმას "3+3" ფორმატი ეწოდა. რუსეთი და ირანი ამ იდეას მიესალმნენ და ფორმატს სომხეთიც შეუერთდა. 2021 წლის 10 დეკემბერს მოსკოვში რეგიონული პლატფორმის პირველი საკონსულტაციო შეხვედრა ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეების მონაწილეობით გაიმართა. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას არ შეუერთდა და ფორმატში მონაწილეობა არ მიუღია.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო