სერგეი ნარიშკინი - რუსეთის საგარეო დაზვერვას აქვს მასალები, რომლებიც „ჩრდილოეთის ნაკადი 1“ და „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის გაზსადენებზე ტერაქტის დროს დასავლეთის კვალზე მიუთითებს
რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა, რომ მოსკოვს აქვს მონაცემები, რომლებიც მიუთითებს ჩრდილოეთ ნაკადის აფეთქებების დასავლურ კვალზე.
"ჩვენ გვაქვს მასალები, რომლებიც მიუთითებს დასავლურ კვალზე ამ ტერორისტული აქტების ორგანიზებასა და განხორციელებაში“, - განუცხადა პარასკევს ნარიშკინმა ჟურნალისტებს.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დასავლეთის ქვეყნები "ლამის მეორე დღესვე ჩაერთნენ გამოძიებაში, ტერორისტული აქტის ავტორების ძიებაში".
"ცოტათი დავაკორექტირებდი ამ შეფასებას. ვფიქრობ, დასავლეთი ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დამალოს ამ საერთაშორისო ტერორისტული აქტის ნამდვილი დამნაშავეები და ორგანიზატორები“, - განაცხადა საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსმა.
26 სექტემბრის ღამეს Nord Stream 2 მილსადენის ერთ-ერთ ხაზზე გაჟონვა მოხდა. შემთხვევა დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში, კუნძულ ბორნჰოლმის სამხრეთ-აღმოსავლეთით მოხდა. ასევე, გაზის გაჟონვა დაფიქსირდა პირველი Nord Stream-ის ორივე ხაზიდან ბორნჰოლმის ჩრდილო-აღმოსავლეთით.