სერიალ „გვირგვინის“ მეხუთე სეზონის პრემიერის თარიღი ცნობილია
ფოტო25 სექტემბერი, 2022

ტელესერიალი „გვირგვინი“ ტელეეკრანებს მიმდინარე წლის ნოემბერში დაუბრუნდება. ეს იქნება სერიალის პირველი სეზონი, რომელიც დედოფალ ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ გამოვა.
შოუს მეხუთე სეზონის პირველი სერიის ნახვის საშუალება მაყურებელს 9 ნოემბერს ექნება. ახალ სეზონში დედოფალ ელისაბედ II-ის როლს მსახიობი - იმელდა სტონტონი ასრულებს, პრინც ფილიპს - ჯონათან პრაისი, პრინც ჩარლზს - დომინიკ ვესტი, პრინცესა დიანას კი - ელიზაბეტ დებიკი განასახიერებს.
„გვირგვინი“ Netflix-ის ისტორიული დრამაა, რომელიც ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. შოუს პრემიერა 2016 წელს შედგა. სერიალს არაერთი ჯილდო, მათ შორის „ოქროს გლობუსი“, „ემი“ და „ბაფტა“ აქვს მოპოვებული.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო