erimedia_ravk/sPN7thzIg.jpeg

კახეთში სეტყვამ ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რამდენიმე სოფელში ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

ამბები
კახეთში სეტყვამ ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რამდენიმე სოფელში ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა
ამბები

კახეთში სეტყვამ ახმეტის, თელავისა და გურჯაანის რამდენიმე სოფელში ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა

erimedia_ravk/sPN7thzIg.jpeg
2 სექ

კახეთში სტიქიამ ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი აზარალა. მაღრაანში, ფიჩხოვანსა და არგოხში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ სასოფლო სამეურნეო ფართობები, ვენახები და საკარმიდამო ნაკვეთები დააზიანა. ქარმა წააქცია ელექტროგადამცემი ბოძები და მოგლიჯა ხეები.

როგორც ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა განაცხადა, სტიქიით მიყენებულ ზარალს შესაბამისი კომისია ხვალიდან შეისწავლის.

ახმეტის შემდეგ კახეთში სტიქიამ თელავისა და გურჯაანის სოფლებიც დააზარალა. სეტყვამ და ძლიერმა ქარმა თელავის მუნიციპალიტეტში ლალისყურსა და ფშაველს, ხოლო გურჯაანში - ვაჩნაძიანს, კალაურს, კახიფარს, ვაზისუბანს, შაშიანს და ველისციხეს გადაუარა. სეტყვისა და ძლიერი ქარის შედეგად ვენახები, სასოფლო-სამეურნეო ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთებია განადგურებული.

სეტყვამ სახლის სახურავები და მანქანები, ძლიერმა ქარმა კი ხეხილი და ერთწლოვანი კულტურები დააზიანა, ფესვიანად მოგლიჯა ხეები და ელექტროგადამცემი ბოძები.

მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი მოსავლის გარეშე დარჩნენ და ბანკში საკრედიტო ვალდებულებების გადახდა გაუჭირდებათ.

კახეთის გუბერნატორის ხელმძღვანელობით, ხვალ დილიდან სპეციალური კომისია შეუდგება მუშაობას, რომელიც დაზიანებულ სახლებსა და ვენახებს აღწერს.

,,დილიდან სტიქიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტებში ზიანის აღრიცხვა დაიწყება, რათა დაზიანებული სახურავების შეკეთება დროულად მოვახდინოთ. ასევე, კომუნიკაციაში ვართ ,,რთველი- 2023“ შტაბთან, რათა დაზიანებული ყურძნის მოსავლის ჩაბარება ღვინის ქარხნებში დროულად მოხდეს“, – განაცხადა კახეთის გუბერნატორმა, გიორგი ალადაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო