erimedia_ravk/8ENd9GFIg.jpeg

შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი, გაძლიერებულნი, გილოცავთ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და ნდობისთვის

ამბები
შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი, გაძლიერებულნი, გილოცავთ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და ნდობისთვის
ამბები

შალვა პაპუაშვილი - 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან, ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი, გაძლიერებულნი, გილოცავთ, მადლობას გიხდით მხარდაჭერისა და ნდობისთვის

erimedia_ravk/8ENd9GFIg.jpeg
1 იან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მოქალაქეებს ახალ წელს ულოცავს.

პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ საქართველომ თავისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია და ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად მოიპოვა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.

შალვა პაპუაშვილი მადლობას უხდის ყველას მხარდაჭერისა და ნდობისთვის.

„ჩემო ძვირფასო თანამოქალაქეებო, ახალ წელს ამაღლებული და მართლაც სადღესასწაულო განწყობით ვხვდებით. საქართველომ თავისი თანამედროვე ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს გამარჯვებას მიაღწია – ჩვენ, ყველამ ერთად, დამსახურებულად და ღირსეულად მოვიპოვეთ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. თქვენი მუდმივი გვერდში დგომით და მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო უდიდეს გამოწვევებთან გამკლავება. ქართულმა საზოგადოებამ უარი უთხრა რადიკალიზმს და ნდობა გამოუცხადა მოქალაქეების კეთილდღეობაზე ორიენტირებულ, ეროვნულ ინტერესებზე დამყარებულ საშინაო და საგარეო პოლიტიკას. შედეგად, ახალ, 2024 წელს ვხვდებით მშვიდობიან და ევროპულ საქართველოში, უფრო თავდაჯერებულნი და გაძლიერებულნი. გილოცავთ და მადლობას გიხდით თქვენი მხარდაჭერისა და ნდობისთვის. მადლობას ვუხდი თავდაცვის ძალებს, პოლიციელებს, მეხანძრე-მაშველებს, სამედიცინო პერსონალს, საჯარო მოხელეებს, ყველას, რომელთა პროფესიონალიზმმა, თავდადებამ და სამშობლოს სიყვარულმა გააძლიერა ჩვენი ქვეყანა და მას, 2023 წლის სტიქიებით დამძიმებულ წუთებშიც კი, უკეთესი მომავლის იმედი შეუნარჩუნა. ახალ წელს ვულოცავ ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებ მოსახლეობას, ჩვენს აფხაზ და ოს დებს და ძმებს, ქართულ დიასპორას და ქართველი ხალხის ყველა მეგობარს. მჯერა, ჩვენ ერთად შევძლებთ ჩვენი სამშობლოს ერთიანობის და ევროპული მომავლის წარმატებით შენებას. ახალ წელს ვულოცავ დედა-ეკლესიას, რომელიც არის ჩვენი ხალხის სულიერი წინამძღოლი, ღირსეულად დგას ჩვენი სულიერების და ღირებულებების სადარაჯოზე. ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენს მშობლებს, რომლებმაც ახალი წლის ტრადიციებს გვაზიარეს და ჩვენს მომავალ თაობას – ჩვენს შვილებს, რომლებსაც დღეს ამ ტრადიციებს ვუზიარებთ. თაობებს შორის ტრადიციების უწყვეტი ჯაჭვი არის ის, რამაც ჩვენი ათასწლოვანი ერის თვითმყოფადობა შეგვინარჩუნა. მინდა, კიდევ ერთხელ მოგილოცოთ ყველას ახალი 2024 წელი, გისურვოთ მშვიდობა, კეთილდღეობა, ჩვენი სამშობლოს წინსვლა და გამარჯვება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა საახალწლო მილოცვაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო