შალვა პაპუაშვილი - კარგია, თუ სააკაშვილი არ აპირებს, ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, რაც შეეხება სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან არ აქვს
3 აგვისტო, 2022

ძალიან კარგი იქნება თუ მიხეილ სააკაშვილი არ აპირებს ქართულ პოლიტიკაში ჩარევას, რადგან ყოველ დღე, როცა ის ჩვენს პოლიტიკაში ერეოდა, არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომლის თანახმადაც სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს,რომ ის ქართულ პოლიტიკაში აღარ ჩაერევა. ამასთან, პაპუაშვილმა განმარტა, რომ სააკაშვილის პოლიტიკურ საქმიანობას მის სასჯელთან კავშირი არ აქვს. „ის თუ არ ჩაერევა ქართულ პოლიტიკაში ეს, რა თქმა უნდა, კარგია, რადგან ყოველი დღე, როცა ის ერეოდა ქართულ პოლიტიკაში, ის და მისი პარტია არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას, ვინაიდან ის არ გახლავთ საქართველოს მოქალაქე, ის გახლავთ უცხო ქვეყნის ოფიციალური თანამდებობის მქონე პირი. ეს ჩარევა პირდაპირ არღვევდა საქართველოს კანონმდებლობას. თუ ის აპირებს, რომ პოლიტიკაში არ ჩაერიოს ეს ძალიან კარგია. რაც შეეხება მის სასჯელს, არანაირი კავშირი მის პოლიტიკურ აქტივობასთან არ აქვს, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ სანდრო გირგვლიანის მკვლელებს ხელი დააფარა, მის სასჯელს კავშირი აქვს იმასთან, რომ ვალერი გელაშვილი აცემინა. კიდევ მიდის საქმეები, რომლებსაც განვიხილავთ. აქ არაფერ შუაში არ არის ის პოლიტიკაში იქნება თუ არა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
