შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

შალვა პაპუაშვილი - მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი

erimedia_ravk/KDa3tv4Vg.webp

მნიშვნელოვანია ახალი სახალხო დამცველი იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ ოპოზიციისთვისაც არის კრიტერიუმი, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა სახალხო დამცველის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციამ სახალხო დამცველის პოსტზე 19 კანდიდატურიდან მინიმუმ 7 უნდა შეარჩიოს, რომელიც შემდგომში განხილვის საგანი იქნება.

„ვნახეთ, რომ არ არსებობდა არცერთი კრიტიკული შენიშვნა შერჩევის პროცედურასთან დაკავშირებით. იყო ეჭვი 9-კაციანი ჯგუფი როგორ შედგებოდა, ნახეთ, რომ აქაც არანაირი კითხვის ნიშანი აღარ დარჩა და სრული კონსენსუსით შედგა შემფასებლების 9-კაციანი ჯგუფი. ჩვენ გამოცდილება გვაჩვენებს, რომ პროცედურა მიდის გამჭვირვალედ, ღიად და ობიექტურად. ჯერი ახლა არის ოპოზიციაზე, რომ 19 შესაძლო კანდიდატიდან შეარჩიონ მინიმუმ 7, რომელიც შემდეგ იქნება განხილვის საგანი.

მნიშვნელოვანია, ეს იყოს ადამიანი, რომელიც არ იქნება პოლიტიკური აქტივისტი. ვფიქრობ, ეს არამხოლოდ უმრავლესობისთვის, არამედ, ოპოზიციისთვისაც არის კრიტერიუმი. მის მიუკერძოებლობაში ეჭვის შეტანა შეუძლებელი უნდა იყოს, ეს დამოკიდებულება ცხადად არის გამჟღავნებული. გვინდა იყოს რაც შეიძლება ობიექტური ადამიანი ამ პოზიციაზე, რაც მიგვიყვანს დადებით შედეგამდე“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო