შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ

3 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/drL5sBz4R.webp

საარჩევნო ბარიერის დაწევა ცალკე საკითხია, რომელსაც ევროკავშირის 12 რეკომენდაციასთან არანაირი კავშირი არა აქვს - ეს ევროკავშირის პერსპექტივიდან დანახული საკითხი არ არის , - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გააკეთა. პაპუაშვილის თქმით, პარლამენტში დაწყებული პროცესი ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებას გულისხმობს, რაც თავის მხრივ, ეუთო/ოდირის დასკვნების ანალიზსა და მის "საარჩევნო კოდექსში" ასახვას ითვალისწინებს. “ჩვენ ჩვენს მიზანზე უნდა ჩამოვყალიბდეთ - თუ მიზანია, ევროკავშირთან ურთიერთობის თვალსაზრისით კანდიდატის სტატუსის მიღება, მაშინ ამ საკითხს უნდა მივყვეთ. რაც შეეხება სხვა მიზნებსა და ინტერესებს, ასეთი შეიძლება ბევრი იყო. შეიძლება საარჩევნო ბარიერზე იყოს ინტერესი. "გირჩს" საქართველოს ეროვნულ ბანკზე აქვს მოსაზრებები... უბრალოდ, ეს არ არის პატიოსანი ჩვენი მოსახლეობის და ევროპული მომავლის წინაშე, რომ ჩვენ სხვა მიზნები და ინტერესები ჩავდოთ იმ კალათაში, რომელსაც ევროკავშირის გზაზე წინსვლა ჰქვია. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ორი საკითხი - ერთია ევროკავშირის რეკომენდაციების დაკმაყოფილება და ამას უნდა მივყვეთ. სხვა საკითხები ევროკავშირის საკითხი არ არის. საარჩევნო ბარიერზე წელს გადაწყვეტილების მიღებას არ ვგეგმავთ!“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო