შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს შეხვდა

5 ოქტ

erimedia_ravk/fCuCTP44g.jpeg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს ოფისის ახალდანიშნულ დირექტორს ჯონ პენელს შეხვდა.

შალვა პაპუაშვილმა საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიმართ გამოხატა მადლიერება საქართველოსთვის წლების განმავლობაში გაწეული მხარდაჭერისთვის. აგრეთვე, ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარის პრიორიტეტებზე და მიმოიხილა საქართველოს პროგრესი ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებასთან დაკავშირებით.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შორის შემდგომი თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებები.

ჯონ პენელმა პარლამენტის თავმჯდომარეს გააცნო USAID-ის ახალი პროგრამის პრიორიტეტები და გამოხატა პარლამენტთან თანამშრომლობის მზაობა. შალვა პაპუაშვილმა ჯონ პენელს ახალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
სოფო გორგოძე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობას ტოვებს
ოკუპირებული აფხაზეთიდან 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 23 იდენტიფიცირებული პირის ცხედარი გადმოასვენეს
ქართული ავიაკომპანიებისთვის რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელება თურქეთის ნებისმიერ ქალაქში იქნება შესაძლებელი
საქართველოსა და ომანის სასულთნოს მთავრობებს შორის საჰაერო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება გაფორმდა
შალვა პაპუაშვილი - 2024 წლის არჩევნებზე ცალ მხარეს იქნება „ქართული ოცნება“ ქვეყნის ეროვნული ინტერესებით წარმოდგენილი, მეორე მხარეს „ნაცმოძრაობა“ სხვადასხვა დასახელებებით
Სარეკლამო
უნგრეთის მმართველმა პარტიამ პარლამენტს წარუდგინა რეზოლუცია, რომელშიც მოუწოდებს მთავრობას, მხარი არ დაუჭიროს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაცია 30-მდე წევრმა დატოვა
პენსიით უზრუნველყოფილი სესხების რეკლამირება იკრძალება
ვლადიმირ პუტინი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ჩავიდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილეს - ჯოშუა ჰაკს შეხვდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო