erimedia_ravk/N4huNbmSg.jpeg

შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

erimedia_ravk/N4huNbmSg.jpeg
16 სექ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტ როსენ ჟელიაზკოვს შეხვდა.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებულ ისტორიულ, რელიგიურ, კულტურულ, კეთილმეზობლურ კავშირებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის მეგობრობას მყარ საფუძველს უქმნის.

აღინიშნა მაღალი დონის ვიზიტების მნიშვნელობა, როგორც ორ ქვეყანას შორის ნდობისა და მეგობრობის განმტკიცების კარგი შესაძლებლობა.

თავმჯდომარეებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ შავი ზღვა ორი ქვეყნისთვის არა გამყოფი ზოლი, არამედ დამაკავშირებელი ფაქტორია. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიული ომის ფონზე, განსაკუთრებით იზრდება შავ ზღვაში დაკავშირებადობის მნიშვნელობა ევროპის ენერგოდამოუკიდებლობის გასაძლიერებლად.

შეხვედრაზე დიდი ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულებაზე, მოლოდინებზე შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მიმართ თანაბარი მიდგომის შენარჩუნების მნიშვნელობაზე.

როსენ ჟელიაზკოვმა განაცხადა, რომ ბულგარეთმა უკვე გაიარა ის ეტაპები, რომლებსაც ახლა საქართველო გადის, მისთვის ცნობილია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების გზა სირთულეებითაა სავსე და საზოგადოების მოთმინებასა და დიდ ენთუზიაზმს საჭიროებს.

მისი თქმით, ბულგარეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანებას და მზად არის, გამოცდილების გაზიარებისთვის.

როსენ ჟელიაზკოვმა, აგრეთვე, გამოხატა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ბულგარეთის რესპუბლიკის ურყევი მხარდაჭერა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო