erimedia_ravk/FLKj45FVR.jpeg

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი გერმანიის ბუნდესტაგის დეპუტატებს შეხვდა

erimedia_ravk/FLKj45FVR.jpeg
2 დეკ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის დეპუტატებს, ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის/ქრისტიან-სოციალური კავშირის (CDU/CSU) წევრებს, იურგენ ჰარდტსა და როუდრიჩ კიზევეტერს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა გერმანული მხარის მიმართ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერისთვის მადლიერება გამოხატა.

„აღინიშნა, რომ დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლის განმავლობაში საქართველო-გერმანიას შორის მტკიცე, ნდობაზე დაფუძნებული თანამშრომლობა ჩამოყალიბდა. შეხვედრაზე ისაუბრეს საპარლამენტო თანამშრომლობაზე და ხაზი გაუსვეს პარტიებს შორის კავშირების გაღრმავების მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროპულ ოჯახში გაწევრიანების გზაზე და აღნიშნა, რომ პარლამენტი ძალისხმევას არ დაიშურებს ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესასრულებლად.

ბუნდესტაგის დეპუტატებმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებისადმი მხარდაჭერა გამოხატეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, ვიზიტის ფარგლებში გერმანიის დედაქალაქში მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან ორმხრივ შეხვედრებს გამართავს.

დელეგაციის შემადგენლობაში, პარლამენტის თავმჯდომარესთან ერთად, ნიკოლოზ სამხარაძე, ანრი ოხანაშვილი, ლევან კობიაშვილი, ნინო იობაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი და ხათუნა სამნიძე შედიან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო