erimedia_ravk/Joai3954R.jpeg

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს ელჩს შეხვდა

erimedia_ravk/Joai3954R.jpeg
21 დეკ

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნიდერლანდების სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მააიკე ვან კოლდამს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საპარლამენტო დელეგაციის ნაყოფიერ ვიზიტზე ნიდერლანდების სამეფოში და ხაზი გაუსვა საპარლამენტო კომიტეტებს შორის კავშირების გააქტიურების მნიშვნელობას.

პარლამენტის თავმჯდომარემ, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მოუთმენლად ელის ნიდერლანდელი კოლეგების ვიზიტს საქართველოში 2023 წელს.

შეხვედრაზე დადებითად შეფასდა ნიდერლანდების ფინანსთა და ეკონომიკის ეროვნულ აკადემიასა და საქართველოს პარლამენტს შორის მიმდინარე დაძმობილების პროექტი, რომელიც საჯარო ფინანსებზე საპარლამენტო ზედამხედველობას ეხება.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს 2022 წლის ბოლომდე პარლამენტის განსახორციელებელი გეგმები გააცნო და საქართველოს მიერ ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაზე ესაუბრა.

ელჩმა აღნიშნა, რომ დღეისთვის ნიდერლანდების მხრიდან დიდი ყურადღებაა მომართული საქართველოს მიმართ და იმედი გამოთქვა, რომ ერთობლივი ძალისხმევით საქართველო მიაღწევს მნიშვნელოვან შედეგებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო