erimedia_ravk/oyrHELI4R.jpeg

შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

erimedia_ravk/oyrHELI4R.jpeg
17 ოქტ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ნორვეგიის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრს ანიკენ ჰუიტფელდს შეხვდა. მხარეებმა ევროკავშირსა და "ნატოში" საქართველოს წევრობის პროცესი განიხილეს.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, გრძელვადიანი უსაფრთხოებისა და მშვიდობის უზრუნველყოფისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და აქტუალურია საქართველოსა და უკრაინის წევრობა ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ნორვეგიის სამეფოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა ნაყოფიერ თანამშრომლობას განვითარების სფეროში, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას.

ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოს მონაწილეობა ნატოს ავღანეთის მისიაში და მადლიერება გამოხატა ავღანეთიდან ევაკუაციის პროცესებში საქართველოს გამორჩეული წვლილისთვის.

მან დაადასტურა ნორვეგიის სამეფოს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

შეხვედრას უმრავლესობის, საპარლამენტო ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების წევრები ესწრებოდნენ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო