შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ ელჩს ჰადას ესტერ მეიცადს შეხვდა.
შალვა პაპუაშვილმა ჰადას მეიცადს ელჩად დანიშვნა მიულოცა და საქართველო-ისრაელის ურთიერთობების გაღრმავების საქმეში წარმატება უსურვა.
მხარეებმა ორივე ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ისაუბრეს. შალვა პაპუაშვილმა მიმოიხილა საქართველოს გეგმები და პროგრესი ევროკავშირის 12 რეკომენდაციის განხორციელებასთან დაკავშირებით. თავის მხრივ ელჩმა 2022 წლის ნოემბერში ისრაელში დაგეგმილ არჩევნებზე ისაუბრა.
შეხვედრაზე მხარეებმა ისრაელის სახელმწიფოში ახალი მთავრობისა და პარლამენტის ჩამოყალიბების შემდეგ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მზადყოფნა გამოხატეს.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო