შალვა პაპუაშვილი, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტებაზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
შალვა პაპუაშვილი, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტებაზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს
ამბებიწყარო: 1tv.ge

შალვა პაპუაშვილი, სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტებაზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს

27 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/tQnXjz44R.jpeg

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სახალხო დამცველის კანდიდატების შემფასებელი კომისიის დაკომპლექტების თაობაზე, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციებს მართავს.

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრას ესწრებიან პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი, „გირჩიდან“ იაგო ხვიჩია, პარტია „საქართველოდან“ ანა ბუჩუკური და „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან ბეჟაშვილი.

სწორედ პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციების შედეგად გადაწყდება და გაირკვევა, როგორ დაკომპლექტდება შემფასებელი კომისია.

„პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, ვიდრე პარლამენტის თავმჯდომარე შექმნის სამუშაო ჯგუფს, რომლებმაც უნდა შეაფასონ ომბუდსმენობის კანდიდატები, მას აქვს ვალდებულება, ჰქონდეს შესაბამისი კონსულტაციები ოპოზიციონერ კოლეგებთან. ზუსტად ეს შეხვედრა ემსახურება ამ კონსულტაციებს. ვიმეორებ, ეს არის კონსულტაციები იმასთან დაკავშირებით, ვინ იქნებიან სამუშაო ჯგუფის წევრები, იმ სამუშაო ჯგუფისა, რომელმაც უნდა შეაფასოს კანდიდატები. თუმცა, ასევე, საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, ავხსნათ, რომ სამუშაო ჯგუფი ამა თუ იმ კანდიდატთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ვერ იღებს და კანდიდატის არჩევის ან არარჩევის საკითხს საბოლოო ჯამში წყვეტს პარლამენტი, კერძოდ, 90 დეპუტატის მხარდაჭერით. რაც შეეხება სამუშაო ჯგუფის შემადგენლობას, ეს არის პირველი შეხვედრა და ბუნებრივია, უნდა მოვისმოთ ამ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოსაზრებები. რაც შეეხება სახალხო დამცველის კონკრეტულ კანდიდატებს, ვიცი, რომ რამდენიმე კანდიდატი უკვე დასახელდა. ჩვენი გუნდის პოზიცია ასეთია, ვიდრე მთლიანად ეს პროცესი არ დაიხურება, ვიდრე ჯერ კიდევ არის დარჩენილი დრო, რომ კანდიდატებმა წარმოადგინონ, ასე ვთქვათ, საკუთარი თავი და განაცხადი წარადგინონ პარლამენტის წინაშე, ვიდრე ეს პროცესი მიმდინარეობს, წინასწარ შეფასებების გაკეთებას არც აზრი არ აქვს და არც მიზანშეწონილად მიგვაჩნია“, – განაცხადა პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ანა ბუჩუკურმა.

ავტორი - თამარ წიკლაური

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო