erimedia_ravk/aYnPb_WIR.jpeg

შალვა პაპუაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

ამბები
შალვა პაპუაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
ამბები

შალვა პაპუაშვილი სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა

erimedia_ravk/aYnPb_WIR.jpeg
2 ოქტ

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ოფიციალური ვიზიტით მყოფ სლოვენიის პარლამენტის თავმჯდომარე ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩს უმასპინძლა.

ხაზი გაესვა სლოვენიის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის წელს განხორციელების მნიშვნელობას, რადგან წელს აღინიშნება ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30-ე წლისთავი.

შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ სლოვენია საქართველოს დიდი მხარდამჭერია ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე, რისთვისაც სლოვენიურ მხარეს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-სლოვენიის ორმხრივ ურთიერთობებს, რეგიონის უსაფრთხოების გამოწვევებს და საქართველოს პროგრესს ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების გზაზე. მხარეებმა ხაზი გაუსვეს საპარლამენტო დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობას ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობაში ხელშესახები შედეგების მიღწევისთვის. გამოხატეს მეგობრობის ჯგუფებსა და სექტორულ კომიტეტებს შორის კავშირების გაძლიერების მზაობა.

ყურადღება გაამახვილეს კლიმატის ცვლილებიდან მომდინარე გამოწვევებზე და გამოთქვეს ამ მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი.

ურშკა კლაკოჩარ ზუპანჩიჩმა განცხადებით, სლოვენია მხარს უჭერს ევროკავშირის გაფართოებას, ვინაიდან ევროპული ინტეგრაცია წარმოადგენს თანამედროვე მსოფლიო გამოწვევებთან გამკლავების საუკეთესო გზას.

იგი მიესალმა საქართველოს მიერ განხორციელებულ რეფორმებს და საქართველოს ევროკავშირსა და ნატოს წევრობისადმი სრული მხარდაჭერა დააფიქსირა.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო