შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტის ევროპულ საქმეთა კომიტეტის პრეზიდენტ დომაგოი ჰაიდუკოვიჩსა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველო-ხორვატიის ორმხრივი თანამშრომლობის გააქტიურებისა და გაღრმავების საჭიროებას. ყურადღება გამახვილდა საპარლამენტო კავშირების გაძლიერებაზე. ამ მხრივ, დადებითად შეფასდა ხორვატიაში საქართველოს საელჩოს გახსნის გადაწყვეტილება.
შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საქართველოს პროგრესზე ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით.
ხორვატულმა მხარემ გამოხატა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართ და გამოხატა ხორვატიის გამოცდილების გაზიარების მზაობა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო