შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმა, რადიკალური ოპოზიციის წახალისებაა

21 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/Zca-XmZVg.webp

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურის წარდგენაზე უარის თქმით, რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგი წაახალისა. მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ეს გადაწყვეტილება კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაციას წარმოადგენს.

"ერთი მხრივ, ამ გადაწყვეტილებით რადიკალური ოპოზიციის წახალისება არ არის სწორი. მეორე მხრივ, მოქმედი თავმჯდომარის კვალიფიკაციის, პროფესიონალიზმის და მათ შორის, მიუკერძოებლობის მიმართაც საერთოდ ვერავინ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი. ოპოზიცია უბრალოდ, პოლიტიკურ პოზიციას აფიქსირებდა და ამ კანდიდატის ჩაგდებას ცდილობდა და მისი არ წარმოდგენით, პროფესიული ნიშნით გამორჩეული ადამიანის, ეს კვალიფიციური, კეთილსინდისიერი და პროფესიონალი საჯარო მოხელეების დისკრედიტაცია გახლავთ. აქედან გამომდინარე, მე ძალიან ვწუხვარ, რომ ის კანდიდატად წარმოდგენილი არ იქნა", - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის ვერ მოხვდა. პრეზიდენტის მიერ ცესკოს თავმჯდომარის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს ასარჩევად თამარ ალფაიძისა და რევაზ ეგაძის კანდიდატურები წარედგინა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო