erimedia_ravk/eVEOXDpVg.jpeg
ფოტო - ტელეკომპანია "იმედი"

შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა

ამბები
შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა
ამბები

შალვა პაპუაშვილმა მოშიმშილე დეპუტატი ანა წითლიძე მოინახულა

erimedia_ravk/eVEOXDpVg.jpeg
ფოტო - ტელეკომპანია "იმედი"
26 დეკ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ანა წითლიძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით უკვე მეთორმეტე დღეა შიმშილობს, დღეს კიდევ ერთხელ მოინახულა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილმა ანა წითლიძეს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

„მოვინახულე ანა წითლიძე, ვესაუბრე და მოვუწოდე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა. ასევე ვესაუბრე ექიმებს და მითხრეს, რომ მდგომარეობა უკვე არის ისეთი, რომ ამის შემდეგ შეიძლება დადგეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ შეწყვიტოს შიმშილობა. რაც შეეხება მოთხოვნას, ამ საკითხს წყვეტს სასამართლო. სრულად სასამართლოს კომპეტენციაა, განიხილოს ეს საკითხი. სასამართლოსთვის ულტიმატუმის წაყენება არ არის ის ფორმა, რომლითაც სამართლებრივ სახელმწიფოში უნდა წყდებოდეს საკითხები“, - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე.

„ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა, ანა წითლიძემ, დავით კირკიტაძემ და აბდულა ისმაილოვმა პარლამენტში, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნით, შიმშილობა 15 დეკემბერს დაიწყეს. მათ თემურ ჯანაშია 16 დეკემბრიდან შეუერთდა.

ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შიმშილობა 18 დეკემბერს აბდულა ისმაილოვმა, 23 დეკემბერს კი დავით კირკიტაძემ და თემურ ჯანაშიამ შეწყვიტეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო