შალვა ხაჭაპურიძე - უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში

ამბები/ წყარო: www.interpressnews.ge
შალვა ხაჭაპურიძე - უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში
ამბებიწყარო: www.interpressnews.ge

შალვა ხაჭაპურიძე - უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა მიხეილ სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში

29 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/1v8vCEZVR.webp

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის ინფორმაციით, ამერიკელი სამედიცინო ექსპერტი ერიკ გოლდსმიტი მესამე პრეზიდენტს დღეს ორჯერ მოინახულებს. როგორც ხაჭაპურიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამერიკელი ექსპერტის სურვილს ასევე წარმოადგენს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში მისვლა და სააკაშვილის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნის ამსახველი კადრების ნახვა. მისივე თქმით, უცხოელმა ექსპერტებმა პასუხი უნდა გასცენ ორ მთავარ კითხვას - არის თუ არა სააკაშვილი მძიმე ავადმყოფი და უშლის თუ არა მისი ავადმყოფობა ხელს სასჯელის მოხდაში. „ეს ადამიანი ჩაერთო თავიდანვე. იყო მოლაპარაკება, გაეცნო საქმის მასალებს და საათობით გამოკითხა სააკაშვილის ოჯახის წევრები. ამის შემდეგ განაცხადა, რომ დაინტერესებულია და გულთან მიიტანა სააკაშვილთან დაკავშირებული საკითხი. ის მიხეილ სააკაშვილს დღეს, სავარაუდოდ, ორჯერ მოინახულებს, მისი სურვილია ასევე მივიდეს საგამოძიებო სამსახურში და ნახოს კადრები, რა ხდებოდა სააკაშვილთან მიმართებაში.

თვის ბოლოს ცენტრ „ემპათიაში“ შეიკრიბება კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი და გარკვეულ რეზიუმეს გააკეთებს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ადვოკატის ინფორმაციით, დღესვე სააკაშვილს გაერო-ს ექსპერტი მოინახულებს.

„ასევე მოგეხსენებათ, რომ ჩამოსულია გაერო-ს ექსპერტი, რომელიც გვიან ღამით ჩამოფრინდა და ასევე ჩაატარებს სააკაშვილის კვლევას. დანარჩენ ორ ექსპერტზე ველოდებით ნებართვების მიღებას და წესით, დღეს რაღაცას პასუხი უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო