შარლ მიშელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას

ამბები/ წყარო: 1tv.ge
შარლ მიშელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას
ამბებიწყარო: 1tv.ge

შარლ მიშელი - ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას

30 სექ

erimedia_ravk/8ID_oO44R.jpeg

ევროკავშირი გმობს უკრაინის რეგიონების უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ვიდეომიმართავში განაცხადა.

„პრეზიდენტმა პუტინმა მიიღო უკრაინის რეგიონების: დონეცკის ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის უკანონო ანექსიის გადაწყვეტილება. ეს ანექსია ყალბ რეფერენდუმებს მოჰყვა. ეს არის საშიში ესკალაცია. ეს ნაბიჯი დანარჩენი მსოფლიოს წინააღმდეგ ბირთვული საფრთხეს აძლიერებს. ევროკავშირი ცალსახად უარყოფს და გმობს ამ უკანონო ანექსიას და არასდროს აღიარებს მას, ისევე, როგორც არ აღიარა ყირიმის ანექსია 2014 წელს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის თქმით, ევროპელები უნდა მობილიზდნენ მშვიდობის შესანარჩუნელად და უსაფრთხოების დასაცავად.

„რუსეთმა გადაწყვიტა გამოეცხადებიან მობილიზიაცია, რათა გაეძლიერებინა თავისი საომარი ძალისხმევა. ჩვენ, ევროპელები, ასევე უნდა ვმობილიზდეთ არა საომრად, არამედ მშვიდობის შესანარჩუნებლად, ჩვენი უსაფრთხოების დასაცავად და ჩვენი შვილების მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო