შარლ მიშელი - სალომე ზურაბიშვილის ვეტო კანონზე მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს, ისარგებლონ ამით და უზრუნველყონ, საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო გამჭვირვალეობის შესახებ კანონზე შემდგომი მსჯელობის შესაძლებლობას იძლევა, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს მოუწოდებს, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით.
„არსებული ფორმით ეს კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ფასეულობებსა და გზას. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკოსსა და ლიდერს საქართველოში, ისარგებლონ ამ შესაძლებლობით და უზრუნველყონ, რომ საქართველო დარჩეს ევროპულ კურსზე, რომელსაც მხარს უჭერს მოსახლეობა. ყურადღებით ვაკვირდები მოვლენების განვითარებას საქართველოში“, – წერს შარლ მიშელი.
სალომე ზურაბიშვილმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს ვეტო დღეს დაადო.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო