შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს

ამბები/ წყარო: 1tv.ge
შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს
ამბებიწყარო: 1tv.ge

შარლ მიშელი ევროკავშირს მოუწოდებს, ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს

3 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/bgDY4nM4R.jpeg

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი მოუწოდებს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ გადაწყვიტოს ენერგიაზე ფასების ზრდის საკითხი. ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ ავრცელებს.

შარლ მიშელმა განაცხადა, რომ ევროკომისია ვერ დაელოდება ევროკომისიის პრეზიდენტ, ურსულა ფონ დერ ლაიენის 14 სექტემბრის გამოსვლას, რომელიც ენერგეტიკული კრიზისიდან გამოსვლის საკითხებს შეეხება.

„არ ერთი დღე არ უნდა დავკარგოთ. ეს სიახლე არ არის. ამ დებატებს დღეს არ ვიწყებთ. ამიტომ ჩვენ წარსულში რამდენჯერმე მოვიწვიეთ კომისია, რათა მოემზადებინა კონკრეტული წინადადებები, რათა დაეხმარონ წევრ სახელმწიფოებს გადაწყვეტილების მიღებაში“, – განაცხადა მიშელმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა პარასკევს განაცხადა, რომ მტკიცედ არის დარწმუნებული ევროკავშირში გაზსადენის მეშვეობით ექსპორტირებული რუსული გაზის ფასის შეზღუდვის აუცილებლობაში.

„პოლიტიკოს“ ცნობით, ევროკომისიამ თავისი მოსაზრება დააფიქსირა წინასწარ მომზადებულ დოკუმენტში, რომელშიც გაზის გარდა, სხვა წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე ფასების შემცირებას მოითხოვენ და ასევე ენერგიის მაღალშემოსავლიანი მწარმოებლების თანხების გადანაწილებას, რათა შემცირდეს დარტყმა მომხმარებლებზე.

ევროკავშირის ენერგეტიკის მინისტრები ერთმანეთს 9 სექტემბერს საგანგებო სამიტზე შეხვდებიან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო