Shell-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

ამბები/ წყარო: bm.ge
Shell-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს
ამბებიწყარო: bm.ge

Shell-ის გენერალური დირექტორი თანამდებობას ტოვებს

2 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/86R-1zG4g.jpeg

ცხრაწლიანი მმართველობის შემდეგ, ბრიტანული ენერგოგიგანტის, Shell-ის გენერალური დირექტორი ბენ ვან ბეურდენი თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილებას იღებს. Reuters-ის ინფორმაციით, CEO-ს პოსტს ვან ბეურდენი ოფიციალურად მომავალ წელს დატოვებს და მას, სავარაუდოდ, დირექტორთა საბჭოს მიერ შერჩეულ ოთხ კანდიდატთაგან ერთ-ერთი დაიკავებს. შერჩეულ კანდიდატებს შორის არიან: Shell-ის ბუნებრივი აირისა და განახლებადი ენერგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ვაელ სავანი; მთავარი ფინანსური ოფიცერი სინაედ გორმანი და გადამამუშავებელი ოპერაციების ხელმძღვანელები ჰუბერტ ვიგევენო და ზოი იუჟნოვიჩი. ცნობისთვის, 64 წლის ჰოლანდიელი Shell-ის გუნდს 1983 წელს შეუერდთა, 2014 წელს კი მან კომპანიის CEO-ს თანამდებობა დაიკავა. ვან ბეურდენის მრავალწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში ბრიტანულ ენერგოკომპანიას არაერთ გამოწვევასთან მოუწია გამკლავება, მათ შორის უახლესია - მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისი და „მწვანე“ ენერგიაზე გადართვის პროცესი. ვან ბეურდენის თანამდებობიდან გადადგომის ზუსტი მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია. შეგახსენებთ, რომ მიმდინარე კვირას ნორვეგიაში გამართულ ენერგეტიკულ კონფერენციაზე მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის ომით გამოწვეული ენერგეტიკული კრიზისი, სავარაუდოდ, ევროპის მასშტაბით მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში გაგრძელდება. "რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, ის მოსაზრება, რომ ეს კრიზისი მარტივად ან მალე დასრულება, არარეალისტურია და უნდა დავივიწყოთ“, - განაცხადა ვან ბეურდენმა. Shell-ის CEO-ს შეფასებით, ევროპამ კრიზისის მოსაგვარებლად ენერგიის ალტერნატიული წყაროები უნდა გამონახოს და მოხმარების ახალ სტრატეგიაზე უნდა გაერთოს, რომელიც ენერგოეფექტურობას, ჭარბი მოხმარების შემცირებასა და დაზოგვაზე იქნება ორიენტირებული. რაც შეეხება ნავთობისა და ბუნებრივი აირის ფასებს. ვან ბეურდენის თქმით, ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის ტენდენცია უახლოეს მომავალში იქნება და, სავარაუდოდ, მაღალი ფასები მომდევნო წლების განმავლობაშიც შენარჩუნდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო