„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

ამბები
„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა
ამბები

„შემოდგომის წყალტუბო“ მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

1 ოქტ

erimedia_ravk/idRC9cVVg.jpeg

1-ელ ოქტომბერს, წყალტუბოში, ტრადიციული სახალხო დღესასწაული - ,,შემოდგომის წყალტუბო" მრავალფეროვანი და მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა.

სახალხო დღესასწაულს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ლევან სანიკიძე, მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში, გივი ჭიჭინაძე, მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე, საკრებულოს თავმჯდომარე, თეიმურაზ ჭეიშვილი, წყალტუბოს მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან დელეგაციები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში წარმოდგენილი იყო ფოლკლორი, თეატრალიზებული სანახაობები, საგამოფენო სივრცეები, ეთნოგრაფიული კუთხეები.

დღის განმავლობაში გაიმართა სხვადასხვა შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დაიწურა ყურძენი და ჩამოისხა ბრენდირებული ღვინო - ,,წყალტუბო’’, იმერულ ფაცხებში კი სოფლის ნობათი და ტკბილეული იქნა წარმოდგენილი.

დღესასწაულზე გაიმართება წყალტუბოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია.

"შემოდგომის წყალტუბო 2022“ საზეიმო კონცერტით დასრულდება.

ღონისძიებას გახსნის ფოლკლორული ანსაბლი ,,ნადური’’, ლეგენდარული ანსამბლი „ქართული ხმები“ შეასრულებს ქართველ კომპოზიტორთა შედევრებს, ასევე საკუთარ მუსიკალურ პროგრამას წარმოადგენს გიორგი გაბუნია და ღამის შოუს ბენდი.

სახალხო დღესასწაული ,,შემოდგომის წყალტუბო 2022” ფოიერვერკით დასრულდება.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
უკრაინის ყველა საპარლამენტო პარტია შეთანხმდა, რომ მომავალი არჩევნები მხოლოდ ომის დასრულების შემდეგ ჩატარდება
იერუსალიმში სროლის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა
ქალაქ ალმათიში, ჰოსტელში ხანძარს 13 ადამიანი ემსხვერპლა
Reuters - პუტინი არ შეწყვეტს ომს უკრაინაში იქამდე, ვიდრე აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები არ გახდება ცნობილი
The Washington Post - უკრაინისთვის გამოყოფილი ამერიკული სამხედრო დახმარების დაახლოებით 90% აშშ-ში რჩება
Სარეკლამო
აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჰენრი კისინჯერი გარდაიცვალა
ფინეთი რუსეთთან ბოლო გამშვებ პუნქტს კეტავს
სერგეი შამბას განცხადება
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის ზავი გახანგრძლივდა
განხეთილება „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“
მეტის ჩვენება
Სარეკლამო