შემოსავლების სამსახური - ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, საბაჟო პროცედურების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და მოექცა ტრანზიტის პროცედურაში

ამბები/ წყარო: 1tv.ge
შემოსავლების სამსახური - ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, საბაჟო პროცედურების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და მოექცა ტრანზიტის პროცედურაში
ამბებიწყარო: 1tv.ge

შემოსავლების სამსახური - ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელზეც არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები, საბაჟო პროცედურების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და მოექცა ტრანზიტის პროცედურაში

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/WVQsfHnVR.jpeg

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფოთში შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CALLIOPE, რომელიც დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით. უწყების ცნობით, გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად, მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

„მიმდინარე წლის 16 სექტემბერს, ფოთის საზღვაო ნავსადგურში, რუსეთის ფედერაციის პორტიდან შემოვიდა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი – CALLIOPE. აღნიშნული გემი დატვირთული იყო ტრანზიტული ტვირთით – დიზელი 4 044 ტონა. (მიმღები სომხური კომპანია. უწყება თავს იკავებს კომპანიების სახელწოდებების დასახელებისგან და საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის გავრცელებისგან).

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ განხორციელებული სკრინინგის შედეგად, დადასტურებულია, რომ გემზე და გემის მფლობელ კომპანიებზე არ ვრცელდება საერთაშორისო სანქციები. ასევე, შემოსავლების სამსახურის მიერ გადამოწმების შედეგად, საერთაშორისო სანქციები არც შემოსულ ტვირთზე ვრცელდება. აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ღია წყაროებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საბაჟო კონტროლის პროცედურების დასრულების შემდეგ, ზემოაღნიშნული ტვირთი დაიცალა და კანონმდებლობის შესაბამისად მოექცა ტრანზიტის პროცედურაში.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო კოორდინირებულად, მუდმივ რეჟიმში ახორციელებენ, როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით და თუ გემი, ტვირთი ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და საბაჟო პროცედურების განხორციელების უფლება“, – აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო