erimedia_ravk/PowFYpjSR.jpeg

შემოსავლების სამსახური - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ გადმოცემული რენტგენოინსპექტირების სისტემები

ამბები
შემოსავლების სამსახური - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ გადმოცემული რენტგენოინსპექტირების სისტემები
ამბები

შემოსავლების სამსახური - სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ გადმოცემული რენტგენოინსპექტირების სისტემები

erimedia_ravk/PowFYpjSR.jpeg
15 აგვ

სინამდვილეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული აშშ-ის მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, რენტგენოინსპექტირების სისტემები, – ამის შესახებ ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ამ დროისთვის „ყაზბეგში“ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის ტექნიკური ნაწილები, რომლებიც უსაფრთხოდ არის დაცული.

„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს სურს, გამოეხმაუროს სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე უყურადღებოდაა მიტოვებული ამერიკის შეერთებული შტატების მიერ საბაჟო დეპარტამენტისთვის გადმოცემული ძვირადღირებული აპარატურა, კერძოდ, რენტგენოინსპექტირების სისტემები. საზოგადოებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განვმარტავთ, რომ აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის აპრილის თვეში, ამერიკის შეერთებული შტატების ექსპორტის კონტროლისა და საზღვრის უსაფრთხოების ერთ-ერთი პროექტის (EXBS) ფარგლებში, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს გადაეცა საბარგო რენტგენოინსპექტირების სამი სკანერი (RAPISCAN 628XR), რომლის ჯამური ღირებულებაა 300 000 აშშ დოლარი. გადმოცემული სკანერები განკუთვნილია ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებისთვის, ასევე „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტისთვის.

ამასთან, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური დანადგარებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების სწრაფი, უსაფრთხო და შეუფერხებელი სკანირებისთვის. რაც შეეხება, მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას – ამ დროისთვის სგპ „ყაზბეგში“ განთავსებულია სხვადასხვა დანიშნულების რენტგენოსკანერების მონტაჟისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციის პირველადი/საყრდენი ტექნიკური ნაწილები, რომლებიც 24/7 რეჟიმში უსაფრთხოდ არის დაცული და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის საჭირო საბოლოო პროცედურები.

აქვე აღვნიშნავთ, რომ სგპ „ყაზბეგში“, საბაჟო კონტროლის პროცედურების პარალელურად, აქტიურად მიმდინარეობს სარეაბილიტაციო სამუშაოები. კერძოდ, განხორციელდება საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილებისთვის სპეციალური, საბაჟო კონტროლის თანამედროვე სისტემებით აღჭურვილი გასასვლელის მოწყობა. უკვე სრულად განახლდა ავტომატური სარეზერვო ელექტროგამანაწილებელი ქსელი, დასრულებულია ავტომობილების დასათვალიერებელი ტექნიკური მომსახურების ანგარის მოწყობა და გრძელვადიანი ექსპლუატაციისთვის განკუთვნილი ახალი სასწორის კონსტრუქცია, რომელიც გათვლილია დიდი ტვირთამწეობის ავტომობილების მაღალი ინტენსივობით აწონაზე. საპროექტო სამუშაოების დასრულების შემდეგ შემოსავლების სამსახური დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობას მისცემს, თავად გაეცნონ კონტროლის/სკანირების პროცესს“, – ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო