შესანიშნავი დებიუტი - დავითაშვილმა პირველი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა

ამბები/ წყარო: 1tv.ge
შესანიშნავი დებიუტი - დავითაშვილმა პირველი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა
ამბებიწყარო: 1tv.ge

შესანიშნავი დებიუტი - დავითაშვილმა პირველი გოლით „ბორდოს“ მოაგებინა

17 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/h00-_Hn4R.jpeg

საქართველოს ნაკრების შემტევმა „ბორდოს“  ძირითად შემადგენლობაში დაიწყო თამაში და სადებიუტო შეხვედრაში ახალ გუნდს სამი ქულა მოუტანა.

საფრანგეთის ლიგა 2-ის მატჩში „ბორდომ“ „დიჟონს“ უმასპინძლა. ზურიკო დავითაშვილმა თამაშის უფლება და ქვეყანაში სამუშაო ვიზა კონტრაქტის გაფორმებიდან ორი კვირის შემდეგ მიიღო.

„ბორდო“ უკვე მე-8 წუთზე პენალტით დაწინაურდა, მაგრამ „დიჟონმა“ 71-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრა და მთავარ ფრანგულ ლიგაში გადასვლისთვის მებრძოლი „ბორდო“ ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე დადგა. თუმცა, გუნდის მწვრთნელის, დავიდ გიონის ვარაუდი მართალი აღმოჩნდა – დავითაშვილი სწრაფად შეეწყო გუნდს და გადამწყვეტი როლი ითამაშა.

87-ე წუთზე, როდესაც „ბორდო“ ბოლო ძალებით ცდილობდა შედეგის მიღწევას, დავითაშვილმა კი თავისი შანსით ისარგებლა. დაღლილობის მიუხედავად, ზურიკომ მოედნიდან გასვლა არ ისურვა, საჯარიმოსკენ დიდი სისწრაფით დაიძრა და ზუსტი, ძლიერი დარტყმით თავისი პირველი ფრანგული გოლი გაიტანა, ხოლო გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა მოუტანა – 2:1.

„ბორდომ“ მე-9 ტურის მატჩის მოგებით (2:1) 17 ქულა დააგროვა და კვლავ ლიგა 2-ის ლიდერი გახდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო