erimedia_ravk/t7JduN24R.jpeg
"იმედი"

შობის დღესასწაული საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში იზეიმეს

ამბები
შობის დღესასწაული საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში იზეიმეს
ამბები

შობის დღესასწაული საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში იზეიმეს

erimedia_ravk/t7JduN24R.jpeg
"იმედი"
7 იან

ქვეყნის დედაქალაქის გარდა, შობის დღესასწაული აჭარაშიც იზეიმეს - საშობაო წირვა ყველა ტაძარში შესრულდა. განსაკუთრებული ხალხმრავლობა იყო ბათუმის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარში. სასულიერო პირებმა მრევლი დალოცეს და შობის დღესასწაული მიულოცეს. რაც შეეხება ალილოს, მსვლელობა 12:00 საათზე ბათუმის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო.

საშობაო ლიტურგია ზუგდიდის ივერიის ყოვლად წმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძარშიც გაიმართა. სადღესასწაულო წირვა ტაძრის მღვდელმსახურმა მამა გიორგი ქავთარაძემ აღავლინა. საშობაო ლიტურგიას ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საშობაო ლიტურგია აღევლინა ქუთაისში, მაცხოვრის შობის ტაძარშიც. მიტროპოლიტმა იოანემ მრევლი დალოცა და შობის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. სადღესასწაულო ლიტურგია ქუთაისში მოქმედ ყველა ტაძარში ჩატარდა.

შობის ბრწყინვალე დღესასწაული იზეიმეს ალავერდის მამათა მონასტერში. საზეიმო წირვა აბბა ალავერდელმა მიტროპოლიტმა სასულიერო პირებთან ერთად აღავლინა. მეუფე დავითმა ტაძარში შეკრებილ მრევლს ქრისტე შობის დღესასწაული მიულოცა და ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ქრისტეშობის დღესასწაული იზეიმეს ატენისა და გორის ეპარქიაშიც. ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურება ჩატარდა.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო