რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის ფარგლებში შოიგუ ქსიანშანის უსაფრთხოების ფორუმში მიიღებს მონაწილეობას.
„რუსეთის სამხედრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი პლენარულ სხდომაზე მოხსენებას გააკეთებს თემაზე „დიდი სახელმწიფოების პასუხისმგებლობა და თანამშრომლობა გლობალური უსაფრთხოების სფეროში“, - განაცხადეს დეპარტამენტში.
ქსიანშანის უსაფრთხოების მე-10 ფორუმი 29 ოქტომბერს გაიხსნა და 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება. ფორუმს 90-ზე მეტი ქვეყნის ოფიციალური წარმომადგენლები ესწრებიან, მათ შორის აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, ირანის დელეგაციები.