შოლცი არაბული ტურნეს ფარგლებში გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე კონტრაქტებს გააფორმებს

ამბები/ წყარო: www.bpn.ge
შოლცი არაბული ტურნეს ფარგლებში გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე კონტრაქტებს გააფორმებს
ამბებიწყარო: www.bpn.ge

შოლცი არაბული ტურნეს ფარგლებში გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე კონტრაქტებს გააფორმებს

24 სექტემბერი, 2022

erimedia_ravk/gSY1D_n4g.jpeg

გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის არაბულ ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში, გერმანული საქმიანი წრეების წარმომადგენლები გაზისა და წყალბადის მიწოდებაზე კონტრაქტების გაფორმებას აპირებენ. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი გერმანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს.

მათივე ცნობით, გათხევადებული ბუნებრივი აირის გერმანიისთვის გრძელვადიანად მიწოდებასთან დაკავშირებით გერმანიამ საუდის არაბეთთან „კონსტრუქციული მოლაპარაკებები“ აწარმოა. ამასთან, უცნობია რა პირობებზე, მოცულობაზე და ფასზეა საუბარი.

გარდა საწვავის კონტრაქტებისა, შოლცი რუსული ნავთობისთვის ფასის ჭერის შემოღებაზეც აპირებს მოლაპარაკებების გამართვას. როგორც ცნობილია, ეს ინიციტივა ევროკავშირის შიდა წრეებში ჯერ კიდევ განიხილება, თუმცა, მასზე კონსესუსი ამ დრომდე არ არსებობს.

გერმანული პრესის ცნობით, ოლაფ შოლცი 24-25 სექტემბერს ვიზიტს გამართავს საუდის არაბეთში, გაერთიანებულ საემიროებსა და ყატარში. პირველად ის ერ-რიადს ეწვევა, სადაც მას მემკვიდრე პრინცი უმასპინძლებს. გერმანიის კანცლერს ქვეყნის „წარმომადგენლობითი ეკონომიკური დელეგაცია“ ახლავს თან.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო