შოლცი მიიჩნევს, რომ უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა სახიფათოა
25 სექტემბერი, 2022

გერმანიას არ სურს უკრაინისთვის ტანკების გაგზავნა, ვინაიდან, ეს შესაძლოა სახიფათო ნაბიჯად იქცეს კონფლიქტის შემდგომ განვითარებაში. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა კვირას, გაზეთ The New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
”ეს არის ძალიან სახიფათო ომი”, - თქვა მან შეკითხვაზე პასუხად, თუ რატომ არ უგზავნის გერმანია ტანკებს უკრაინას, რასაც კიევი დაჟინებით ითხოვს.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას. ჩვენ ამას იმ ფორმით ვაკეთებთ, რასაც არ მივყავართ ესკალაციისკენ, ომისკენ ნატო-სა და რუსეთს შორის, ვინაიდან, ეს კატასტროფა იქნება", - განმარტა შოლცმა.
ნატო-ს ქვეყნებს ღიად არასოდეს განუცხადებიათ რაიმე სახის შეღუდვების არსებობის შესახებ უკრაინისთვის მიწოდებული შეიარაღების სახეობაზე. თუმცა, დასავლური მედია აღნიშნავს, რომ კიევისთვის გაგზავნილი დახმარება არასოდეს მოიცავდა ალიანსის ქვეყნების ძირითად საბრძოლველ ტანკებს, დასავლურ თვითმფრინავებს და ვერტმფრენებს, ასევე 100 კმ-ზე ზემოთ მანძილზე მოქმედ შეიარაღებას, მათ შორის რაკეტებსა და მსგავსი მახასიათებლების მქონე უპილოტო საფრენ აპარატებს.
გერმანია ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინისა და ნატო-ს ზოგიერთი ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებულად მკაცრი კრიტიკის ობიექტი გახდა, იმის გამო, რომ კიევს არ უგზავნის შეტევითი საბრძოლო ოპერაციებისთვის აუცილებელ ტანკებს და ქვეითთა საბრძოლო მანქანებს.