შოთა გლურჯიძე - დარია დუგინა ორი წლის წინ, მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობის დროს გავიცანი. ასეთი განათლებული, კეთილი და საინტერესო ახალგაზრდა იშვიათად შემხვედრია
22 აგვისტო, 2022

მხატვარი შოთა გლურჯიძე სოციალურ ქსელში დარია დუგინას გარდაცვალების ფაქტზე საზოგადოების ნაწილის არაერთგვაროვან რეაქციას ეხმაურება:
"ვინც, ბოროტით აღტკინებული, ახალგაზრდა გოგოს საზარელ მკვლელობას ამართლებს, ჩემთვის ცხოველია.
ეს გოგონა ორი წლის წინ, მოსკოვის სამხატვრო თეატრში მუშაობის დროს გავიცანი - ასეთი განათლებული, კეთილი და საინტერესო ახალგაზრდა იშვიათად შემხვედრია.
დარიამ საოცრად კარგი შთაბეჭდილება დატოვა, ბევრს მეხმარებოდა, ძალიან უყვარდა და აინტერესებდა საქართველო და მისი სასტიკი მკვლელობა ჩემთვის ძალიან მძიმე განცდაა. მე რომ გავიცანი, არც კი ვიცოდი, რომ ის ალექსანდრე დუგინის ქალიშვილია, რომელსაც ასევე ვიცნობ.
ალბათ, ამ საშინელმა ტრაგედიამ ყველა უნდა ჩაგვაფიქროს - ტერორიზმს გამართლება არ აქვს. ჩემთვის ამ გოგოს სიკვდილი ამ ცინიკური, საშინელი, ძმათამკვლელი ომის საზიზღარი სახეა.
უფალმა აცხონოს დარია პლატონოვა (დუგინა).
იმედი მაქვს, ამ ახალგაზრდა გოგოს სიკვდილი ცოტათი მაინც ჩააფიქრებს ყველას, ვინც სიძულვილით დაბრმავებული, სისხლისღვრის გაგრძელებას უწყობს ხელს." - წერს შოთა გლურჯიძე.
