შოთა გლურჯიძე: საქართველო ახლა ისევ სახიფათო სიტუაციაში იმყოფება და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ საფრთხეს თავი ავარიდოთ

ამბები/ წყარო: www.facebook.com
შოთა გლურჯიძე: საქართველო ახლა ისევ სახიფათო სიტუაციაში იმყოფება და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ საფრთხეს თავი ავარიდოთ
ამბებიწყარო: www.facebook.com

შოთა გლურჯიძე: საქართველო ახლა ისევ სახიფათო სიტუაციაში იმყოფება და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ საფრთხეს თავი ავარიდოთ

5 აგვისტო, 2022

erimedia_ravk/zAIkflzVR.jpeg

მხატვარი შოთა გლურჯიძე საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლის თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება:

„უკიდეგანო გოიმობა და "ფაშიზმია" ის, რაც ამ მუდმივ ისტერიკაში გვამყოფებს.

რუსეთის ფედერაციამ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წელს სარკოზის შუამავლობით გაფორმებული, ჩემი აზრით, კაპიტულაციის ტოლფასი ხელშეკრულებით დაასრულა. ამ ხელშეკრულების შემდეგ ჩვენს მოქალაქეებს რუსეთში თავისუფალი, უვიზო მიმოსვლა შეეზღუდათ; ჩვენმა [მაშინდელმა] ხელისუფლებამ კი, რუსეთის მოქალაქეებისათვის ცალმხრივი უვიზო რეჟიმი შემოიღო. ჩემი აზრით, ეს ჩვენი მოქალაქეების მიმართ დისკრიმინაციული გადაწყვეტილება იყო.

ამ მოცემულობაში ვართ უკვე 14 წელიწადია და ჩვენს „ფაშისტებს“ მხოლოდ ახლა, საეჭვოდ გაახსენდათ, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები ამ ცალმხრივი პრეფერენციებით სარგებლობენ.

ეს უგვანოდ დადგმული ისტერიკა საეჭვოდ ემთხვევა კავკასიაში ასევე საეჭვოდ განახლებულ დაძაბულობას მთიან ყარაბაღში და რა თქმა უნდა, ასევე რუსეთ-ნატოს ომს უკრაინის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ჩვენი კონტრდაზვერვის საშუალებები არ არის უკიდეგანო და ყველა ამ პროვოკაციას ვერ აღკვეთს.

ჩემი აზრით, საქართველო ახლა ისევ სახიფათო სიტუაციაში იმყოფება და ჩვენი ვალია, მაქსიმალურად შევეცადოთ ამ საფრთხეს თავი ავარიდოთ. თუ ჩვენ შევძელით და არ შევედით ისევ საბედისწერო პროვოკაციაში, ეს იქნება ჩვენი გამარჯვება.“ - წერს შოთა გლურჯიძე.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო