შსს-მ ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში ჩხუბის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
1 აგვისტო, 2022
ბათუმში ერთ-ერთ რესტორნაში ათობით პირის ჩხუბის ფაქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.
როგორც უწყებაში “ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 239-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ხულიგნობას გულისხმობს.
არსებული ინფორმაციით, ბათუმში ერთ-ერთ რესტორანში მყოფი პირები, მუსიკის ჩართვის გამო ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, რესტორნის სტუმრების ნაწილს მუსიკის ჩართვა სურდა, ხოლო სხვა მაგიდასთან მყოფები მუსიკის ჩართვას აპროტესტებდნენ, ქვეყანაში გამოცხადებული გლოვის დღის გამო, რასაც მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.
ხშირად ნანახი
10 აგვ
1. ალექსანდრე დუგინი ქართველების შეურაცხყოფის გამო დიმიტრი მედვედევს აკრიტიკებს
10 მაი
2. ლევან ვასაძე – უძლურის დღიური. 14.08.2021 - 10.05.2022
21 აგვ
3. რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტმა მანქანის აფეთქებასთან დაკავშირებით, რომელშიც დარია დუგინა იმყოფებოდა, საქმე აღძრა
20 ივნ
4. კრისტინა პუშოუ - ნუ დააკნინებთ ბრწინვალე აბჯარში გამოწყობილი რაინდის საშიშროებას. 20 ივნისი, 2019
13 ივნ
5. პოპერი და სოროსი, როგორც ლიბერალიზმის მარქსი და ლენინი. ზაზა შათირიშვილი.
Სარეკლამო
Სარეკლამო