erimedia_ravk/QAuw6qCVR.jpeg

შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ

ამბები
შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ
ამბები

შსს-ს წარმომადგენლები ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდნენ

erimedia_ravk/QAuw6qCVR.jpeg
21 ივლ

შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში, ართვინის პროვინციას ეწვია.

დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გრიგოლ ბესელია, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ბუხრაშვილი, სასაზღვრო პოლიციის უფროსის პირველი მოადგილე გოჩა ჯანჯღავა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე გურამ დავითაშვილი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები, რომლებსაც თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან ართვინის, არდაჰანის, რიზეს და ტრაბზონის პროვინციების პოლიციის ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. ორმხრივ შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პოლიციის ატაშე თურქეთის რესპუბლიკაში გიორგი მეზვრიშვილი და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური კონსული გელა ჯაფარიძე.

აღნიშნული ვიზიტი „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის სასაზღვრო უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ“ გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა და მის მიზანს ორი ქვეყნის მოსაზღვრე რეგიონების სამართალდამცავ დანაყოფებს შორის არსებული თანამშრომლობისა და სასაზღვრო უსაფრთხოების მიმართულებით მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა წარმოადგენდა.

ორმხრივი შეხვედრების ფარგლებში მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს მოსაზღვრე რეგიონებს შორის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

ვიზიტის დასასრულს ქართველმა სამართალდამცავებმა თურქ კოლეგებს მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისთვის და საპასუხო ვიზიტით საქართველოში მოიწვიეს.

ხშირად ნანახი
Სარეკლამო
Სარეკლამო
მეტი სიახლეები ამბები
თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გაიხსნა
ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ საჰაერო დარტყმის შედეგად დაჯგუფება „ჰამასის“ მაღალი რანგის ორი მებრძოლი მოკლეს
„ჰამასის“ პრესსპიკერი - ოპტიმიზმი, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მალე იქნება მიღწეული, არის ილუზია
უკრაინის საგარეო უწყებაში გერმანიის მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არაკორექტულს და მანიპულაციურს უწოდებენ
„პოლიტიკო“ - გერმანიის მთავრობა უკრაინისთვის ახალი სამხედრო დახმარების მიწოდებას შეაჩერებს
Სარეკლამო
ცესკო-მ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა
ცესკო-ს პრესსპიკერი - 26 ოქტომბრის არჩევნებში ვერც კოალიცია და ვერც ბლოკი მონაწილეობას ვერ მიიღებს, შესაბამისად, თუ ვინმეს სურს, სხვა პოლიტიკური პარტიის სიაში იყოს, თავისი პარტია უნდა დატოვოს
პლატფორმას „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ „ევროპული საქართველო“ შეუერთდა
გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ევროკომისრის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურის წარდგენაზე უარი თქვა
რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო - ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კურსკის ოლქიდან უსაფრთხო რაიონებში სამი ათასზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
მეტის ჩვენება
Სარეკლამო