შუახევში ფიფას სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
შუახევში საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა, რომელიც ფიფა-ს სტანდარტებით აშენდა და 500 მაყურებელზეა გათვლილი.
სტადიონი ტრადიციული დღესასწაულის, „შუახევობის“ ფარგლებში გაიხსნა. პროექტის ფარგლებში, სტადიონზე მოეწყო ხელოვნური საფარი, აშენდა ადმინისტრაციული შენობა და გასახდელები.
„ვულოცავ ადგილობრივ მოსახლეობას. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ ადამიანს, ვინც ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებაში იყო ჩართული. ფეხბურთის ფედერაციისთვის ქვეყანაში საფეხბურთო ინფრასტრუქტურის განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მხრივ, აჭარის მთავრობა ჩვენი ყველაზე ახლო პარტნიორია და არაერთი არაჩვეულებრივი პროექტი გვაქვს განხორციელებული. ფეხბურთში ჩართულ თითოეულ ადამიანს ექნება საშუალება თანამედროვე არენაზე ივარჯიშოს“, – ამბობს სფფ-ის გენერალური მდივანი დავით მუჯირი.
ახალი სტადიონის გახსნას სფფ-ის გენერალურ მდივანთან ერთად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძესთან ერთად დაესწრო.